Home » მთავარი » მერიებს და გამგეობებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა შტატების გაბერვა ჰგონიათ!

მერიებს და გამგეობებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა შტატების გაბერვა ჰგონიათ!

მიხეილ მუმლაძე
ა(ა)იპ „ჩვენი საქართველო“

ბოლო 4 წელიწადში თბილისის საკრებულოს თანამშრომელთა რაოდენობა 50%-ით გაიზარდა?

მერიებმა და გამგეობებმა ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მერიების, საკრებულოების თუ გამგეობების საშტატო ერთეულების გაბერვა ჰგონიათ?
ამას წინათ ერთი ახლობელი მეუბნებოდა ჩვენი ქალაქის გამგეობაში 3 წლის წინ იურიდიულ სამსახურს 2 თანამშრომელი ჰყავდა და შესანიშნავად მუშაობდნენ , ახლა კი 6 საშტატო ერთეული დაამატეს და მთელი დღე კომპიუტერით ან მობილურით ერთობიანო.
თბილისის საკრებულოს საშტატო ერთეული ბოლო 4 წელიწადში 50 %-ით გაიზარდა, ხოლო შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობა 10-ჯერ. შტატების გაზრდასთან ერთად რა თქმა უნდა იზრდება საკრებულოს დაფინანსებაც. თუ იყო 6 მილიონი გახდა 15 მილიონი!
აბა რა გგონიათ?
თუ ძველ თანამშრომლებს ჰქონდათ:
__ ხელფასი
__ პრემია
__ დამანატი
ახალ თანამშრომლებსაც ხომ უნდოდათ? 2011 წელსაც და 2015 წელსაც თბილისის საკრებულოში 50 დეპუტატია.
ახლა რა გამოდის? 2011 წელს ერთ დეპუტატს თუ ემსახურებოდა 3 ადამიანი, ახლანდელ ერთ დეპუტატს რატომ ემსახურება 12 ადამიანი? ძალზე საინტერესოა ერთი ფაქტიც __
თუ გიგი უგულავას მერობის დროს 2011 წელს 50 დეპუტატის შრომის ანაზღაურებამ პრემიების ჩათვლით 879 528 ლარი შეადგინა, 2014 წელს იგივე რაოდენობის დეპუტატებმა
__ პრემიის,
__ დანამატისა და
__ სარგოს სახით ჯამში 1 მილიონ 800 000 ლარი რატომ აიღო

ვინ მიხედავს ყოველივეს? ვინ გაანახევრებს და კიდევ უფრო შეამცირებს ასეთ გაბერილ შტატებს და ფინანსებს?”

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...