Home » მთავარი » მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ დაკვამლიანება ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია

მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ დაკვამლიანება ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია

მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ დაკვამლიანებატექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია.

როგორც სატრანსპორტო სამსახურში განაცხადეს, ინციდენტის კონკრეტული მიზეზი ჯერ უცნობია.

მათივე ცნობით, დეტალების გარკვევამდე მგზავრების მიღება რამდენიმე წუთით შეჩერდა.

„მეტროსადგურში ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრების მიღება რამდენიმე წუთით იყო შეჩერებული. ვიდრე დეტალებს გაარკვევდნენ, მგზავრების მიღება შეწყვიტეს. ამ დროისთვის მგზავრებს მეტროსადგურში ჩასვლის უფლება მისცეს“,- განაცხადეს სატრანსპორტო სამსახურის პრესსამსახურში.

მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ რამდენიმე წუთის წინ დაკვამლიანება იყო.

 

Facebook Comments
x

Check Also

გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 24 იანვარი განათლების საერთაშორისო დღედ გამოცხადდა

გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 24 იანვარი განათლების საერთაშორისო დღედ გამოცხადდა, როგორც გლობალური მშვიდობისა და მდგრადი ...