Home » მთავარი » მეუფე თეოდორე – ზოგი ადამიანი იშრომებს, ზოგი ილოცებს და ერთობლივად ჩვენ შევძლებთ სტიქიის დამარცხებას

მეუფე თეოდორე – ზოგი ადამიანი იშრომებს, ზოგი ილოცებს და ერთობლივად ჩვენ შევძლებთ სტიქიის დამარცხებას

ვლოცულობთ, რომ უფალი თანამავალი იყოს თითოეული ჩვენგანისა, განსაკუთრებით აქ მშრომელი ადამიანებისა, მაშველებისა, მეხანძრეებისა, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობენ, შეებრძოლონ ამ განსაცდელს, – ამის შესახებ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ სოფელ სვირში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

„ღვთის მადლით და წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ მოვედით, რომ გავეცნოთ მდგომარეობას და ამასთან ერთად, ვილოცოთ იმისათვის, რომ უფალი შეგვეწიოს ამ განსაცდელის ჟამს.  სამწუხაროდ, გუშინ სვირში , ხანძარი გაჩნდა. თითოეული ჩვენგანი, ვისაც რითი შეგვიძლია, იმით უნდა შევეწიოთ ერთმანეთს და დავუდგეთ გვერდში. ზოგი ადამიანი იშრომებს, ზოგი ილოცებს და ერთობლივად ჩვენ შევძლებთ სტიქიის დამარცხებას. ვლოცულობთ, რომ უფალი თანამავალი იყოს თითოეული ჩვენგანისა, განსაკუთრებით აქ მშრომელი ადამიანებისა, მაშველებისა, მეხანძრეებისა, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობენ, შეებრძოლონ ამ განსაცდელს. ჩვენ მათთვის ლოცვებს აღვავლენთ, რომ უფალი მათ შეეწიოთ“, – განაცხადა მეუფე თეოდორემ.

 

Facebook Comments
x

Check Also

“ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ,არ გადაურიცხოთ პარტიებს 3 თვის თანხები და მოახმაროთ ხალხს…”

პაატა ჯიბლაძე “მემარცხენე ალიანსის” საორგანიზაციო მდივნი ჩვენი პარტიის, ,,მემარცხენე ალიანსის”აღმასრულებელმა მდივანმა არჩილ ბენიძემ სხვადასხვა საინფორმაციო ...