Home » მთავარი » მეუფე პეტრე: ეს არის სასამართლოს თვითმკვლელობა

მეუფე პეტრე: ეს არის სასამართლოს თვითმკვლელობა

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის მოსამართლის მიერ გამოტანილ განაჩენს ”ანტისახელმწიფოებრივად” აფასებს.

როგორც მეუფე პეტრემ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით ”სუიციდი ჩაიდინა”.

– ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი სასამართლო და ამ სასამართლო პროცესში მონაწილე საერო და სასულიერო პირები არიან პირდაპირი მემკვიდრეები პილატეს სასამართლოსი, რომელმაც უფალ იესო ქრისტეს გამოუტანა ფარისევლური განაჩენი. ჩემი პირადი მოსაზრებაა, ამ შეფასებით მოსამართლემ მთელ მის თაობას და შთამომავლობას და სასამართლოს ჩაადენინა სუიციდი, რომელიც მიუტევებელი ცოდვაა. შევახსენებთ, მათ საუბედუროდ დაავიწყდათ, რომ ბოლო სიტყვას ჩვენს ცხოვრებაში უფალი ამბობს და დაავიწყდათ, რომ ჩვენს ცხოვრებაში მსაჯული არის ქრისტე ღმერთი. ეს არის სასამართლოს თვითმკვლელობა, ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რამეთუ სახელმწიფოს თავისუფლება და ქვეყნის განვითარება სასამართლოს დამოუკიდებლობაზე გადის. ვინაიდან სასამართლო და მოსამართლე დარჩა ზეწოლის და უსამართლობის მონად, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, – განაცხადა მეუფე პეტრემ ”რუსთავი 2”-ის ეთერში.

 

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი  ხასიათის შეხვედრა გამართა.  ირაკლი ღარიბაშვილმა ინგრიდა ლევრენესს  საქართველოს ...