Home » ეს საინტერესოა » მეცნიერების მიერ აღმოჩენილ 5000 წლის წინანდელი ქვაზე ვარსკვლავის აფეთქებაა ამოტვიფრული

მეცნიერების მიერ აღმოჩენილ 5000 წლის წინანდელი ქვაზე ვარსკვლავის აფეთქებაა ამოტვიფრული

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ინდოეთში აღმოაჩინა უძველესი არტეფაქტი, რომელზეც კოსმოსში მომხდარი კატასტროფაა აღბეჭდილი. ინფორმაციას Quartz-ი ავრცელებს.

არტეფაქტი დაახლოებით 5000 წლის წინანდელია, სპეციალისტები მას ჩვენ წელთ აღრიცხვამდე 3600 წლით ათარიღებენ.

ქვაზე ამოტვიფრული ნიმუში ქაშმირში იპოვეს. ქვაზე ამოტვიფრულია ორი მნათობი ობიექტი, ასევე ცხოველები და ადამიანები. მანათობელი ობიექტებიდან მეცნიერები ფიქრობენ, რომ ერთ-ერთი მთვარე ან მზეა, მეორე კი სუპერნოვა (ზეახალი ვარსკვლავი). სუპერნოვა ვარსკვლავის სიცოცხლის ფინალურ ეტაპს ჰქვია – როდესაც ვარსკვლავი ფეთქდება და უდიდესი რაოდენობით ენერგიას გამოყოფს. ამავდროულად, ინტენსიური გამოსხივება ასობით და ათასობით წლის განმავლობაში გრძელდება.

ექსპერტებმა სუპერნოვის ბაზაში მოიძიეს ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ ადამიანებმა ვარსკვლავი HB9-ის აფეთქება სწორედ ძვ.წ. 3600 წელს დაინახეს.

 

Facebook Comments
x

Check Also

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმები კვლავ ძალაშია

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ არის და კომენდანტის საათის მოიხსნა, იზოლაციისა და კარანტინის ...