Home » მედიცინა » მეცნიერები კორონავირუსისგან გამოწვეულ ახალ საფრთხეზე ალაპარაკდნენ

მეცნიერები კორონავირუსისგან გამოწვეულ ახალ საფრთხეზე ალაპარაკდნენ

მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მიერ  ახალი COVID-19  ვირუსის შესახებ უამრავი გამოკვლევა და დასკვნა იდება. ბოლო აღმოჩენით, ბევრ პაციენტში, კორონავირუსი გავლენას ახდენს არა მხოლოდ რესპირატორულ სისტემაზე, არამედ ის უარყოფითად მოქმედებს  ნერვულ სისტემაზეც. მარტის შუა რიცხვებში  გემოსა ან ყნოსვის დროებითი დაკარგვა აღიარებულ იქნა, როგორც სპეციფიკური სიმპტომები, თუმცა  ცხვირიდან შესუნთქვისას  ვირუსს შეუძლია პირდაპირ შეაღწიონ თავის ტვინში, რამაც შესაძლოა,  გამოიწვიოს რიგი გართულებები და  შეაფერხოს თითქმის ნებისმიერი ორგანოს ნორმალური ფუნქციონირება, მათ შორის  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, გულის პრობლემები და სისხლის კოაგულაციის დარღვევა.

ვირუსმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ნერვულ სისტემაზე ძალიან განსხვავებული გზით, კერძოდ, COVID-19 პაციენტის იმუნურ სისტემაზე იწყებს შეტევას, რაც  საკუთრივ ნერვულ უჯრედებზე მოქმედებს და  იწვევს კუნთების სისუსტეს, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში კი  დამბლას. დაკვირვებებმა ცხადყო, რომ მძიმე პაციენტებში ნევროლოგიური აშლილობები შეინიშნება და ეს სიმპტომები ზოგჯერ რჩება  გამოჯანმრთელების შემდეგაც კი.

კოვიდინფექციით გარდაცვლილთა ცხედრების გაკვეთისას  ვირუსული ნაწილაკები აღმოაჩინეს  თავის ტვინში. არსებობს ვერსია, რომ ინფექცია რესპირატორული ტრაქტიდან, ცხვირის ღრუს სუნთქვის რეცეპტორების მეშვეობით მოხვდა.

მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ წინასწარი მონაცემებით, დაავადების სირთულე, მისი მრავალი სიმპტომი და შესაძლოა, ინფექციის ალბათობა  დამოკიდებულია გენეტიკურ ფაქტორებზე, ანუ მემკვიდრეობაზე. იმუნოლოგების თქმით,  ადამიანები, რომლებიც სეზონური ალერგიით არიან დაავადებულნი, უფრო მეტად კორონავირუსული ინფექციით დაავადების რისკის ქვეშ არიან.

Facebook Comments
x

Check Also

შეძახილები ისმის კაპიტოლიუმის ბორცვზე

Deutsche Welle-ის ინფორმაციით, სამოქალაქო თავისუფლების დაცვის ამერიკულმა კავშირმა (ACLU) და სხვა ორგანიზაციებმა დონალდ ტრამპისა და ...