Home » ეს საინტერესოა » მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ როგორი მუსიკა მოსწონთ ბავშვებს მუცლადყოფნისას

მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ როგორი მუსიკა მოსწონთ ბავშვებს მუცლადყოფნისას

მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ როგორი მუსიკა მოსწონთ ბავშვებს მუცლადყოფნისას. ექსპერიმენტისას აღმოჩნდა, რომ ბავშვები უპირატესობას კლასიკურ მუსიკას ანიჭებენ. კერძოდ, მოცარტს, ბახსა და ბეთჰოვენს.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ესპანეთის მარკესის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

კვლევის მსვლელობისას, სპეციალისტები დააკვრიდნენ 300-ზე მეტ 8-დან 38 კვირის ემბრიონს. დადებითი რეაქციები კლასიკურ მუსიკას მოჰყვა. ემბრიონებს არ მოეწონათ ადელისა და შაკირას შემოქმედება, ასევე ეთნო მუსიკა.

ამავე ინფორმაციით, მეცნიერები განაგრძობენ იმის შესწავლას, თუ როგორ რეაგირებენ ემბრიონები სხვადასხვა რითმზე და რატომ.

 

Facebook Comments
x

Check Also

თბილისში კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა

ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის ორგანიზებით, კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა, ...