Home » მთავარი » მეჭიაურის პარტიის წევრები “ოცნების” სასარგებლოდ კანდიდატურებს იხსნიან

მეჭიაურის პარტიის წევრები “ოცნების” სასარგებლოდ კანდიდატურებს იხსნიან

პარტია „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის” წევრმა ია მეტრეველმა „ქართული ოცნების” წევრის სასარგებლოდ თავის კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ ია მეტრეველმა „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა. ასევე „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატების სასარგებლოდ მოხსნეს თავიანთი კანდიდატურები დათო მუჭაურმა და მიხეილ ნემსიწვერიძემ.

   „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის” გუნდის ორი  წევრი და მე დღეს ვხსნით კანდიდატურებს „ქართული ოცნების” სასარგებლოდ, რადგან არ ვაპირებ, „ნაციონალური მოძრაობის” – ქვეყნის დაუძინებელი მტერის სასარგებლოდ წისქვილზე წყალი დავასხა. გადავწყვიტე, არ გავუყო ხმები „ქართული ოცნების” კანდიდატს და მოვხსნა მის სასარგებლოდ ჩემი კანდიდატურა.

    ჩვენი პარტიის წევრებმა დათო მუჭაურმა და მიხეილ ნემსიწვერიძემ ასევე საჭიროდ ჩათვალეს, მოეხსნათ თავიანთი კანდიდატურები „ქართული ოცნების” სასარგებლოდ.  ჩვენ ისევ ვიქნებით  „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის” გუნდში და მოვუწოდებთ საზოგადოებას, ვისაც ჩვენი პარტიის, ჩვენი პატრიოტობის სჯერა, მხარი დაგვიჭირონ” – განაცხადა  მეტრეველმა.

ჩვენთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატის სასარგებლოდ მოიხსნა კანდიდატურა ყაზბეგის, დუშეთისა და თიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა. 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელი ...