„ქართული ოცნება“ საარჩევნო სიას ხვალ საგურამოში წარადგენს. სიის წარდგენას დეპუტატი თამაზ მეჭიაური ეხმიანება და ვარაუდობს, რომ პარტიის სია “ჭრელი” იქნება.
-„ქართული ოცნების სია გადამოწმებული იქნება უცხოეთში. პარტიის სია “ჭრელი” იქნება. არ მგონია სია იყოს ისეთი, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლეობის მხარდაჭერა ჰქონდეთ მათ. მაგრამ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მე მაინც დარწმუნებული ვარ რომ ეს სია იქნება უცხოეთში გადამოწმებული, რამდენად მისაღები არის დასავლეთისთვის, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რამდენად ლოიალურები არიან, მათ მიმართ. არ იქნება ერთი კაცის შედგენილი, ზოგი ერთი გუნდის იქნება , ზოგი მეორის, ზოგი ელჩის და ა.შ.-განაცხადა თამაზე მეჭიაურმა.