Home » მთავარი » მეხანძრე-მაშშველები ხანძარს ისევ ებრძვიან

მეხანძრე-მაშშველები ხანძარს ისევ ებრძვიან

თუშეთში, ხახაბოს ტყეში ხანძრის კიდევ რამდენიმე კერა გაჩნდა. ცეცხლი, დაახლოებით, 15 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. ორდღიანი შეუჩერებელი მუშაობის მიუხედევად, მეხანძრე-მაშშველები ხანძრის ლოკალიზებას ვერ ახერხებენ.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში გუშინ, დღის მეორე ნახევარში ჩაერთო საჰაერო ავიაცია. ცუდი ხილვადობის გამო ვერტმფრენმა მუშაობა დღეს დილამდე შეაჩერა. არ არის გამორიცხული, რომ ადგილზე დამატებითი ცოცხალი ძალის გამოძახება გახდეს საჭირო.

რაც შეეხება ჯუთს, იქ ორნახევარ ჰექტარზე ბალახი ისევ იწვის. მეხანძრე-მაშველები ვარაუდობენ, რომ ხანძარს დღის მეორე ნახევრისთვის ჩააქრობენ. არსებული ინფორმაციით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და არც ცეცხლის გავრცელების საშიშროება არსებობს.

შილდის ტყეში კი ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია. კახეთის გუბერნატორის განცხადებით, ხანძრის მასშტაბებიდან გამომდინარე ვერტმფრენის გამოყენება საჭირო არ არის.

ართანაში კი ცოცხალ ძალასთან ერთად ხანძარს ერთი ქართული და ორი ირანული ვერტმფრენი ებრძვის.

Facebook Comments
x

Check Also

ქართული ანბანი მსოფლიოს ყველაზე ლამაზ დამწერლობებს შორის მე-3 ადგილზეა

მსოფლიოს ხუთ ყველაზე ლამაზ დამწერლობას შორის ქართული მე-3 ადგილზეა. ამის შესახებ გამოცემა matadornetwork.com წერს, სადაც ...