Home » მთავარი » “მე არ ვიქნები მერი მერობისთვის, მე ვიქნები მერი ხალხისთვის…”

“მე არ ვიქნები მერი მერობისთვის, მე ვიქნები მერი ხალხისთვის…”

ვაჟა თანიაშვილი

გელა დაიაური პოლიტიკაში წავიდა. ის „ევროპული საქართველოს“ დუშეთის მერობის კანდიდატია.

ჩვენ გელა დაიაურს დავუკავშირდით.

-რატომ გადაწყვიტეთ არჩევნებში მონაწილეობა?და სულ ორიოდე სიტყვით, რას აპირებთ?

-დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი ვარ და ამ წლებმა კარგად დამანახა დუშეთის პრობლემები. ძალიან კარგად მაქვს გათვითცნობიერებული ის მძიმე ტვირთი, რაც მუნიციპალიტეტის მერობაა, მაგრამ,  ამის მიუხედავად, მზად ვარ, დუშეთს მოვახმარო ჩემი გამოცდილება და გავაკეთო, ის რაც ბოლო წლებია არ გაკეთებულა.

დუშეთის მუნიციპალიტეტი 293 სოფლისგან შედგება. სამწუხაროდ, დღეს ძალიან ბევს სოფელს სასმელი წყლის პრობლემა აქვს, არის სოფლები, სადაც მისასვლელი გზა არ არსებობს. შეჩერებულია სოფლის განვითარების მხარდაჭერის პროგრამები. არ მინდა დავკონკრეტდე და რომელიმე სოფელი გამომრჩეს, ამიტომ ზოგადად ვიტყვი, რომ დღეს დუშეთს ისეთი ადამიანი ჭირდება, ვინც ხალხს არც მოატყუებს და მათ პრობლემებსაც გულთან მიიტანს და იბრძოლებს ამ პრობლემების მოგვარებისთვის. 2010 წლიდან სახელმწიფო სამსახურში ვარ და სუფთად მოვდივარ.

მე არ ვიქნები მერი მერობისთვის, მე ვიქნები მერი ხალხისთვის..”-გვითხრა კანდიდატმა.

Facebook Comments
x

Check Also

“ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ”

თბილისში, ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმი – “ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ” მიმდინარეობს. ღონისძიება ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ...