Home » მთავარი » მე ვნათლავ ყველას, ნათლობაზე კარგს ვერაფერს გააკეთებს ადამიანი

მე ვნათლავ ყველას, ნათლობაზე კარგს ვერაფერს გააკეთებს ადამიანი

„ქრონიკა+“– ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ დღეს გამომცემლობის ოფისში მედიის წარმომადგენლებს ვიდეო-ფირები წარმოუდგინა, რომელშიც ასახულია ე.წ „კანონიერი ქურდის“ ტარიელ ონიანის შვილის ნათლობა, რომლითაც  კილაძის თქმით მტკიცდება, რომ პაატა ბურჭულაძეს ტარიელ ონიანთან მჭიდრო ურთიერთობა დღემდე აქვს.

ელისო კილაძე კითხვას უსვამს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ბურჭულაძესთან გაერთიანდნენ- ამ ფირის შემდეგ სჯერათ თუ არა ნამდვილად იმის , რომ პაატა ბურჭულაძე პროდასავლური ძალაა. კილაძის თქმით კადრებში ასევე ჩანს “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ჩაკვეტაძის მამა- ბორის ჩაკვეტაძე.

„ქრონიკა+“- ის მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ პროკურატურა აღნიშნული საქმით უნდა დაინტერესდეს.

ელისო კილაძის მიერ გავრცელებულ კადრებს უკვე გამოეხმაურა პაატა ბურჭულაძე და განაცხადა:

-“მეამაყება, ეს ახალგაზრდა ლონდონში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფინანსისტია. რაზეა საერთოდ საუბარი, მე ვნათლავ ყველას, ნათლობაზე კარგს ვერაფერს გააკეთებს ადამიანი. ასე რომ მობრძანდით, მოგნათლავთ ვისაც გინდათ”.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელი ...