Home » მთავარი » “მე ვპირდები იმ 50 მილიონერ დეპუტატსა და მინისტრს…”

“მე ვპირდები იმ 50 მილიონერ დეპუტატსა და მინისტრს…”

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა.

-“სამწუხაროდ, მთავრობის დანაშაულებრივი უმოქმედობით განადგურდა ბორჯომის უნიკალური ხეობა, ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ ხელისუფლება ვერ შეეშვა ჯიპებს, ძვირადღირებულ ავეჯს და ვერ შექმნა ელემენტარული ხანძარსაწინააღმდეგო ავიაცია.

დღეს მათი ამორალიზმი იქამადე მივიდა, რომ წვიმის მადლს, მისგან ჩაქრობილ ცეცხლს თავის თავზე იწერენ. მე ვპირდები იმ 50 მილიონერ დეპუტატსა და მინისტრს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისა და ბიუჯეტის პარაზიტს წარმოადგენენ, ხელისუფლების შეცვლისთანავე მათი ქონებიდან მოხდება ბორჯომის ხეობის აღდგენა და ყველაზე დიდი წილი იქნება ივანიშვილის მილიარდებიდან”.-განაცხადა ნათელაშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

სახელმწიფო მინისტრი ახალგორის გადასასვლელი პუნქტის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობს

  ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მიერ ბოლო დღეებში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და ...