Home » მთავარი » „მე მშობლებს სიტყვა მივეცი და პირადად ვაკონტროლებ გამოძიების მიმდინარეობას“

„მე მშობლებს სიტყვა მივეცი და პირადად ვაკონტროლებ გამოძიების მიმდინარეობას“

სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დღეს მედიის წარმომადგენლებთან მორიგი კომენტარი გააკეთა.

„მე მშობლებს სიტყვა მივეცი და პირადად ვაკონტროლებ ჩვენი ჯარისკაცების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებსა და გამოძიების მიმდინარეობას. ბუნებრივია, საზოგადოებასაც ვპირდები ამას. როგორც კი ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებით რაიმე დეტალი ცნობილი გახდება, მოვახსენებ უშუალოდ საზოგადოებას, მათ შორის მშობლებსაც“, – აღნიშნა ლევან იზორიამ კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში.

სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაწყებისთანავე პირად კონტროლზე აიყვანა.

მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“ნატოს წევრობის გარდა საქართველოს სხვა უსაფრთხოების გარანტია არ გააჩნია”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი პრემიერ-მინისტრის მიერ ნატოსთან დაკავშირებულ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველოს უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება ...