Home » მთავარი » მე რომ ხელისუფლება ვიყო, არ მოვატყუებდი მოსახლეობას და ვეტყოდი…

მე რომ ხელისუფლება ვიყო, არ მოვატყუებდი მოსახლეობას და ვეტყოდი…

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი მთავრობას რეკომენდაციას აძლევს და ამბობს, თუ რა ნაბიჯებს გადადგამდა მთავრობა რომ იყოს.

 -„მე რომ ვიყო ხელისუფლება, გავმართავდი საგანგებო ბრიფინგს, საგანგებო მიმართვას გავაკეთებდი მოსახლეობისადმი და ღიად ვეტყოდი-ხალხო, ჩვენ გვიჭირს, ქვეყანაში არის ეკონომიკური კრიზისი, ლარის კრიზისს ვერ ვაჩერებთ და საჭიროა ვიყოთ სოლიდარულები ერთმანეთისადმი, მთავრობა მოიკლებს ყველანაირ ხარჯს, არ ვიქნებით ღარიბი ადამიანების მდიდარი მინისტრები, აღარ წავალთ არსად, აღარ დავხარჯავთ ზედმეტ თეთრს რაღაც გაუგებარ მივლინებებსა და კონფერენციებში, ყველა ამ თანხას მოვახმართ იმას, რომ ერთად-თქვენ და ჩვენ დავძლიოთ ეს კრიზისი.

მე კი არ მოვატყუებდი მოსახლეობას და არ ვიტყოდი-ყველაფერი კარგად არისო. მე ვეტყოდი ადამიანებს-გაიზრდება გადასახადები და გაუძელით, ვეტყოდი, რომ მეც ჩავაქრობ შუქს და ავანთებ სანთელს, ვეტყოდი-შევქმნით ქვეყანაში საშუალო ფენას, გამოვყოფთ უპროცენტო გრანტებს, მოგცემ საშუალებას გააკეთო შენი საქმე და გადარჩე“.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

გახარია პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა

დღეს, გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა. პარლამენტთან “შეცვალეს”  წევრების აქცია მიმდინარეობა. -გვახსოვს ...