Home » მთავარი » მთავარია გულით მიუდგე საქმეს, არ მოატყუო ამომრჩეველი, რჩევაც ჰკითხო, აზრიც მოისმინო და ერთად ყველაფერს შევძლებთ…

მთავარია გულით მიუდგე საქმეს, არ მოატყუო ამომრჩეველი, რჩევაც ჰკითხო, აზრიც მოისმინო და ერთად ყველაფერს შევძლებთ…

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს”  საბურთალოს N5 ოლქის  მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით უთმელიძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ნუცუბიძის ქუჩაზე შეხვედრა გამართა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩევლებს საკუთარი თავი წარუდგინა და ქალაქის განვითარების სამომავლო გეგმები გააცნო.

დავით უთმელიძე ნუცუბიძის N26-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

შეხვედრის ბოლოს მაჟრიტარობის  კანდიდატმა მადლობა გადაუხადა მოსულ ამომრჩევლებს და კიდევ ერთხელ მოუწოდა არჩევნებზე მოსვლისაკენ!

შეხვედრის შემდეგ ჩვენ კანდიდატს გავესაუბრეთ.

-ბატონო დავით, რას ხედავთ, სჯერა ხალს თქვენი? რას გრძნობთ ამომრჩეველთან კონტაქტის შემდეგ?

-ბევრ რამეს ვხედავ და ვგრძნობ, მაგრამ მთავარია ამ ადამიანებში დაინახო ყველაზე მთავარი-ისინი ითხოვენ უშუალობას, ითხოვენ თანამშრომლობას. საკმაოდ მომთხოვნია ჩვენი საზოგადოება, მთავარია გულით მიუდგე საქმეს, მთავარია არ მოატყუო ამომრჩეველი, რჩევაც ჰკითხო, აზრიც მოისმინო და ისიც გულს გაჩვენებს. მე ამ ხალხის წიაღიდან ვარ, მეც ყოველდღიური ცხოვრებით ვცხოვრობ და საერთოდ არ არის უცხო ის პრობლემები, რაზეც ამახვილებენ ყურადღებას.

-რას ჰპირდებით ამომრჩეველს?

-მხოლოდ ერთს-მათთან უშუალო კონტაქტს, მერე ერთად ყველაფერს შევძლებთ.

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით ...