Home » მთავარი » „მთავრობამ შეფუთა გალარებად 65 მილიონი, ამიტომ გაიმეტა 400 მილიონი…“

„მთავრობამ შეფუთა გალარებად 65 მილიონი, ამიტომ გაიმეტა 400 მილიონი…“

გალარების პროცესი უკვე დაწყებულია, მაგრამ როგორც ირკვევა სისტემაში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი სულ უფრო და უფრო კლებულობს, რადგან თუ კარგად დავთვლით, „გალარება“ რეალურად შეღავათს არ გვაძლევს და მეტიც, სრული შესაძლებელია იმაზე მეტის გადახდა მოგვიხდეს, რასაც დღეს ვიხდით.

დაიწყო ონლაინ სესხების ახალი რეგულაციებიც, რამაც სამწუხაროდ უფრო მეტად დააზარალა მომხმარებელი, რადგან ხალი წესების თანახმად, სწრაფი სესხის მომენტალურად სარგებლობისთვის დამატებითი პროცენტის გადახდა გიწევთ, რაც კიდევ უფრო უარყოფითად აისახება მსესხებელზე. ამას თუ დავამატებთ იმასაც, რომ  ონლაინ  სესხების ზოგიერთმა კომპანიამ გააცერა გადავადების სისტემაც, ადვილი წარმოსადგენია რა მდგომარეობაში აღმოჩნდა მოქალაქე.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მოიმატა ფასებმა, შემცირდა ყიდვისუნარიანობა, უკვე ვიღებთ სურათს, რომელიც საზოგადოების ყოფას ასახავს.

მ თემებზე იურისტ ლევან ალაფიშვილს გავესაუბრეთ.

-გალარების ”რეალური სიკეთე”. მთავრობას სხვა კალკულატორი აქვს, სხვას და სხვანაირად ითვლის, რა ენაღვლება გადასახადის გადამხდელთა ფული, 65 მილიონი რომ უნდა გადაუსხას ბანკებს, საკუთარი ჯიბიდან ხომ არ იხდის.

ოქტომბრის ბოლოდან ვსაუბრობ ამ ყველაფერზე, უგუნურ და გაუთვლელ გადაწყვეტილებებზე, მაგრამ უშედეგოდ!

მთავრობის საჯარო საუბარი მხოლოდ შეფუთვაა იმ მიზნისა, რასაც დაახლოებით ნახევარმილიარდიანი საბიუჯეტო ორმოს ამოვსება ჰქვია, თან ბიზნესის ხარჯზე (აქციზი, მანქანების დაბეგვრა ქონების გადასახადით, სესხების შეზღუდვები) და ისე რომ არც სახელმწიფო ბიუროკრატია შეამცირონ, არც მათი ხელფას-პრემიების 2.4 მილიარდი და არჩევნებიც მოიგოს. სავალალო ის არის, რომ როგორც „ვისოლის“ პრეზიდენტმა განაცხადა, საწვავი კიდევ დაახლოებით 20 თეთრით მოიმატებს. ასე თუ გააგრძელეს ბიუჯეტი გაზაფხულზევე გაეჭედებათ!

-კი მაგრამ ნუთუ არ იცის ეს მთავრობამ, რატომ წინასწარ არ გაანალიზდა შედეგები?

-ვფიქრობ მთავრობა სხვაზე ზრუნავს. იცის ბიუჯეტის/ეკონომიკის მდგომარეობა, აქვს გათვლები და იცის რომ შესაძლოა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს ეკონომიკა. ჰოდა სულ ჩამოქცევას, არჩევს ერთი სექტორი, საფინანსო/საბანკო მაინც გადაარჩინოს. ამიტომ შეფუთა გალარებად 65 მილიონი, ამიტომ გაიმეტა 400 მილიონი, ამიტომ გადაასხავს ამ სექტორში კიდევ შესყიდვებით თუ პროგრამებით (აწარმოე …). მაგრამ რომც გადაარჩინოს, ბიზნესი/ბანკი მომხმარებლის გარეშე როგორ გაძლებს? პრობლემური სესხები თუ გაიზარდა, პროცენტი თუ გაიზარდა, სესხი თუ არ გაიცა, თუ დეპოზიტები გაიტანეს,  ბანკი სადღაა?

-ამბობენ, სიგარეტის კონტრაბანდის ფაქტებმა იმატაო…

-ძნელი სავარაუდო არ იყო, მასე რომ მოხდებოდა, ეგაა რომ მთავრობამ დაუხუჭა თვალი. შარშანაც ვამბობდი და 2014-შიც პირველად რომ გაზარდეს აქციზი. სამწუხაროდ ამ ინდუსტრიის წარმომადგენლები არ წავიდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში და მთავრობასთან კარსმიღმა მოლაპარაკების გზა აირჩიეს და … მთავრობამ 3-ჯერ მოატყუა, კიდევ უფრო გაუზარდა აქციზი…

2017 წელს ინფლაცია ძირითადად მიზნობრივ მაჩვენებელზე ზემოთ იქნება. გავლენა კი აქციზის ზრდამ და კურსის ლივლივმა იქონიაო. კარგი იქნებოდა მთავრობის საბიუჯეტო ხარჯვის პოლიტიკის გავლენაზეც ყოფილიყო მსჯელობა.

-გამოსავალს რაში ხედავთ?

-სისტემური, გრძელვადიანი და მოქალაქეთათვის გასაგები რეფორმების გატარებაში. სიტყვიერი ლოზუნგების, ხან 4 პუნქტიან, ხან 10 პუნქტიან ”უჩინარ” გეგმებზე პოპულისტობისგან თავის შეკავებაში და რეფორმების სტრატეგიის წარმოდგენაში. მოკლევადიან პერსპექტივაში კი ბიუროკრატიის დაპატარავებასა და ეფექტურობის გაზრდაში, ბიუჯეტის მოზომილ, გონივრულ და თანმიმდევრულ ხარჯვაში, ინვესტიციების ხელისშემშლელი რეგულაციების გაუქმებაში შეიძლება იყოს გამოსავლის საფუძველი.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

გახარია პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა

დღეს, გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა. პარლამენტთან “შეცვალეს”  წევრების აქცია მიმდინარეობა. -გვახსოვს ...