Home » ეკონომიკა » “მთავრობამ 120 ლარიანი კომუნალური ვაუჩერი უნდა გასცეს”

“მთავრობამ 120 ლარიანი კომუნალური ვაუჩერი უნდა გასცეს”

კორონავირუის წინააღმდეგ ბრძოლის დროს მოსახლეობისთვის  ეკონომიური მდგომარეობის შესამსუბუქებლად  ხელისუფლებას ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი საკუთარ გეგმას სთავაზობს.
დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მხოლოდ სოციალურად დაუცველ ოჯახებს არ უნდა გადაუხადოს სახელმწიფომ კომუნალურის გადასახადი, არამედ ყველა იმ ოჯახს უნდა გადაეცეს 120 ლარიანი კომუნალური ვაუჩერი რომელთა წლიური შემოსავალი 40 ათას ლარს არ აღემატება.
” ჩვენ უნდა დავეხმაროთ არა მხოლოდ სოციალურად დაუცველებს, რომელსაც ტრადიციულად  ეხმარება სახელმწიფო, არამედ იმ საშუალო კლასის ათასობით ოჯახსაც, რომელიც დღეს უხელფასო შვებულებაშია გაშვებული და არ იცის, ხვალ სამსახური და შემოსავალი ექნება თუ არა.”- აცხადებს ბაქრაძე.
დავით ბაქრაძემ აღნიშნულ ინიციატივის განსახირციელებელ დაფინანსების წყაროზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპენსიო ფონდში რვა თვის მანძილზე თუ შეჩერდა შენატანი,  ბიუჯეტში 130 მილიონი ლარი დაიზოგება, ეს სწორედ ის თანხაა, რომლითაც შესაძლებელია ყველა ოჯახმა მიიღოს 120 ლარიანი კომუნალური ვაუჩერი.

Facebook Comments
x

Check Also

არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ დარეგისტრირდა

10 ივლისს, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით (№18/2020) დარეგისტრირდა. Facebook Comments