Home » მთავარი » „მთავრობა! ცეცხლს ეთამაშები“-აქცია ზუგდიდში

„მთავრობა! ცეცხლს ეთამაშები“-აქცია ზუგდიდში

პატრიოტთა ალიანსმა“ და „თავისუფალმა საქართველომ“  ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმება ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად  სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან გააპროტესტეს.

თავისუფალი საქართველოს აღმასრულებელმა მდივანმა თენგიზ ჯგუშიამ და პატრიოტთა ალიანსის წევრმა გიზო სართანიამ, ადმინისტრაციის შენობასთან ყვავილები მიიტანეს და განაცხადეს, რომ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით მოსახლეობის თავისუფალ არჩევანს ასამარებს.

აქციის მონაწილეები თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების ფაქტს უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ და აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება პირადად ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება. აქციის მონაწილეები და პარტიების წარმომადგენლები იმასაც აცხადებდნენ, რომ თვითმმართველობის არჩევნები ხელისუფლებისთვის საშიშროებას წარმოადგენს და მმართველ გუნდს სურს რეგიონში ვითარება კახი კალაძისა და ლევან შონიას მეშვეობით მართონ.

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ლოზუნგები: „მთავრიბა, ცეცხლს ეთამაშები!“ „დაიცავი შენი ქალაქი“ „თვითმმართველობა ხალხს“ და სხვა…

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით ...