Home » მთავარი » მთავრობის ინიციატივას საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ეწინააღმდეგებიან

მთავრობის ინიციატივას საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ეწინააღმდეგებიან

   საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს „ეროვნული ფორუმის“ წევრი ანი მიროტაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საარჩევნო უბანთან სამართალდამცველების ყოფნამ შესაძლოა ამომრჩეველზე გავლენა იქონიოს.

   -„ვისაც ვერ გაურკვევია, რომ ხმის მიცემის ადგილი არ არის არენა, სადაც შეიძლება ადამიანებმა ერთმანეთზე ფიზიკური ზეწოლა მოახდინონ, ამ ნაწილში ვეთანხმები გამკაცრებას. რაც შეეხება პოლიციელების პერიმეტრზე ყოფნას, რამდენად იქნება დაცული უბანზე მისული ამომრჩეველი იმისგან, რომ პოლიციელების იქ ყოფნამ, მის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა არ მოახდინოს? განსაკუთრებით რეგიონებში“ – განაცხადა  მიროტაძემ.

   ცნობისთვის, მთავრობის ინიციატივაგამოძახების გარეშე, პოლიციელების პატრულირებას საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ეწინააღმდეგებიან.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

გამოჯანმრთელებული 52 პაციენტია

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 227 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 52 მათ შორის გარდაცვლილი- 3 კარანტინის რეჟიმში – 4829 სტაციონარში ...