Home » მთავარი » მთაწმინდის #18 უბანზე მომხდართან დაკავშირენით მიმდინარეობს გამოძიება

მთაწმინდის #18 უბანზე მომხდართან დაკავშირენით მიმდინარეობს გამოძიება

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, ყველა უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის თქით, 29 ოქტომბერს, საღამოს 19:20 საათზე, მთაწმინდის #18 უბანზე სამი პირი მოტყუებით შევიდა:

“მათ დაცვის თანამშრომლებს განუცხადეს, რომ იყვნენ დამკვირებლები, შეამოწმეს და გადაიღეს უბანზე ამომრჩევლის პირადი მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია და იქ არსებული უჯრები. მოგვიანებით, დადგინდა, რომ აღნიშნული პირები არ იყვნენ საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, მათ ჰქონდათ დამკვირვებლისა და პარტიის წარმომადგენლობის სააკრედიტაციო ბეჯები. დაცვის პოლიციამ დაატოვებინა უბანი. ადგილზე მასალების გადასამოწმებლად მივიდნენ საოლქო საარჩევნო და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები. ადგილზე მისული იყო ასევე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. შეტყობინება შვიდა 112-ზე და შესაბამისად, გამოძახებული იყო პოლიცია. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება“,-აღნიშნა მიქელაძემ.

მიქელაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო მასალა და დოკუმენტაცია უბანზე არის სრულყოფილი და დაუზიანებელი, აღნიშნული ფაქტი, კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს საარჩვნო უბანზე მოტყუებით შესავლას და უფლებამოსილების გადამეტებას..

ცესკოს სპიკერის განცხადებით, ვინაიდან აღნიშნულზე მიმდინარეობს გამოძიება ამ ეტაპზე ის, თუ რომელი პარტიის წარმომადგენლები შეიძლება ყოფილიყვნენ ეს პირები, არ საჯაროვდება.

ცესკოს პრესსპიკერის თქმით დღეს ამ უბანზე არანაირი შეფერხება არ არის და არჩევნები ჩვეულებრივად მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ დღეს არჩევნები თბილისის 18 და რეგიონებში 32 ოლქში ტარდება.

დღესვე ახალციხეში მერის, ხოლო ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც ტარდება.

საკრებულოს შუალედური არჩევნებია ლაგოდეხსა და სენაკშიც.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ,არ გადაურიცხოთ პარტიებს 3 თვის თანხები და მოახმაროთ ხალხს…”

პაატა ჯიბლაძე “მემარცხენე ალიანსის” საორგანიზაციო მდივნი ჩვენი პარტიის, ,,მემარცხენე ალიანსის”აღმასრულებელმა მდივანმა არჩილ ბენიძემ სხვადასხვა საინფორმაციო ...