Home » მთავარი » “მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელებული პროექტები გაგვაცნო, ჩვენ კი ისევ უგზოდ დავრჩით“

“მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელებული პროექტები გაგვაცნო, ჩვენ კი ისევ უგზოდ დავრჩით“

საქართველოს პარლამენტის წევრი და  დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი  ზაქარია ქუცნაშვილი დუშეთის სოფელ თანიაანთკარის მოსახელეობას შეხვდა და გასული ერთი წლის მანძილზე მთელი ქვეყნის მაშტაბით გაკეთებულ საქმეებზე ესაუბრა, ესაუბრა ავტობანის შესახებ, რომელიც უკვე პროექტირებაშია და მალე დაიწყება წიწამირა ჟინვალის მიმართულებით და არსებულ გზას განტვირთავს გადამზიდავი ავტომობილებისგან,ესაუბრა ჟინვალი- თიანეთის დამაკავშირებელი გზის ჩაბარებაზე,ასევე ახალ პროექტებზე, რომლებიც უახლოეს მომავალში დაიწყება მცხეთა მთიანეთში,კონკრეტულათ დუშეთის რაიონში აქედან დაწყებულია ჟინვალი ჩარგლის მიმართულებით გზის მოასფალტება.

კითხვაზე თუ კონკრეტულად სოფელ თანიანთკარში რა გაკეთდა, გვიპასუხა, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება და ამავე წელს იქნება გაზიფიცირებული, იქნება გარე განათება და ასევე მოწესრიგდება სოფელთან დამაკავშირებელი გზები. მისივე თქმით ასევე იქნება მობილური კავშირი შეძლებისდაგვარად, რომელიც არ არის რამოდენიმე სოფელში.

ადგილობრივები იმედს გამოთქვამენ, რომ დაპირება შარშანდელივით არ დარჩება და აღნიშნული შეხვედრა არ იქნება ჩვეული წინა საარჩევნო დაპირება.

მოსახლეობამ დეპუტატს შესჩივლა:

-„სადაც კი არის და დაინიშნა მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც დუშეთის სოფლებს  აკავშირებს, მაგრამ მოუწისრეგებელი გზების გამო დიდი დრო სჭირდება  სოფლიდან დუშეთში ჩასვლა, ასევე სოფლიდან დადის ავტობუსი, რომელსაც თბილისში ჩააქვს სოფლის პროდუქტი, მაგრამ ისეთი ძვირია, რომ აღარ უღირთ პროდუტის წაღება, რადგან  ერთი ადამიანი იხდის 12 ლარს და მალე 15 ლარს დაუწესებენ“.

ზაქარია ქუცნაშვილმა მოსახლეობის პრობლემა მოისმინა, თუმცა განაცხადა, რომ ეს პრობლემა მას არ ეხება, რადგან მან სოფლებს ტრანსპორტი დაუნიშნა, რომელიც ტაქსზე იაფია, თბილისის ტრანსპორტი კი მას არ ეხება.

-„მოვიდა, ილაპარაკა და წავიდა, შიდა სოფლების გზებზე და ჩვენს კონკრეტულ პრობლემებზე საუბარი არ ყოფილა, მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელებული პროექტები გაგვაცნო, ჩვენ კი ისევ უგზოდ დავრჩით“-განაცხადეს ადგილობრივებმა.

Facebook Comments
x

Check Also

ჩვენ, ექიმები მზად ვართ, რომ ჩავიდეთ და ვაჟა გაფრინდაშვილს ჩავენაცვლოთ“

​ექიმების ინიციატივაა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მაგივრად თითო კვირით დაიკავონ მისი ადგილი სეპარატისტული ხელისუფლების მძევლად – ...