You are here
“მთელი ყურადღება გადატანილ იქნას ქვეყნის გადარჩენა – განვითარების ახალი “ქართული მოდელების” შექმნაზე” მთავარი პოლიტიკა 

“მთელი ყურადღება გადატანილ იქნას ქვეყნის გადარჩენა – განვითარების ახალი “ქართული მოდელების” შექმნაზე”

მარინა ჩაჩუა

პროგრესულ – დემოკრატიული მოძრაობის, დევნილთა ორგანიზაციის აფხაზეთის სექტორის კურატორი

-საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი საფრთხის ქვეშ მე–20 საუკუნის მეორე ნახევრიდან დგას, ამ საუკუნის ბოლოს კი “საფრთხე დე–ფაქტო ხდება” – ეს ერთი, მეორე ნატოში ჯერ არავინ გვეპატიჟება…
ხომ არ ჯობია დავიწყოთ შიგნიდან დალაგებით და ამ თემებით დავკავდეთ, გავძლიერდეთ, რომ ევროპა–ამერიკამ, რუსეთმა, მსოფლიომ შემოგვხედოს როგორ პარტნიორს, როგორც ანგარიშგასაწევ ძალას და არა, როგორც დღეს არის… ვაიმე რა ვქნათ – რუსეთი? ვაიმე რა ვქნათ – ამერიკა? და ამ ნიშნით ტვინების ბურღვა და ქვეყნის შიგნით ხელოვნური დაპირისპირების გაღრმავება.

ვფიქრობ, ამ თემაზე უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი და მთელი ყურადღება გადატანილ იქნას ქვეყნის გადარჩენა – განვითარების ახალი “ქართული მოდელების” შექმნაზე, რა თქმა უნდა განვითარებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით და არა უცხოური მოდელების პირდაპირ გადმოტანით ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე. – ეს ბოლო გასაგებია რომ ურთულესია, მაგრამ მარტივი აზროვნებით ვხედავთ რა შედეგებიც გვაქვს – “გადაჯიშება–გადაშენების ზღვარზე ვართ”!

Comments

comments

Related posts