Home » მთავარი » “მიაღწიეთ ხომ საწადელს, ბატონებო და ქალბატონებო?”

“მიაღწიეთ ხომ საწადელს, ბატონებო და ქალბატონებო?”

მაია ოქრუაშვილი

Washington Post-ი გურამ კაშიას წინააღმდეგ კამპანიაზე და ზვიად კვაჭანტირაძის კომენტარი.

The Washington Post-ი გურამ კაშიას წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე სტატიას აქვეყნებს სათაურით – “საქართველოს ფეხბურთის ვარსკლავს ლგბტ თემის სამკლაურის გაკეთების გამო გუნდის დატოვებას სთხოვენ”.

იხ.

https://www.washingtonpost.com/news/early-lead/wp/2017/10/21/georgian-soccer-star-called-on-to-resign-from-national-team-for-wearing-rainbow-captains-band/?utm_term=.04994c807c7b

სტატიის ავტორი წერს, რომ საქართველოში, რომელიც ნიდერლანდებისგან 3700 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, გურამ კაშიას სამკლაურმა პროტესტი გამოიწვია. ტექსტში “ასავალ-დასავალის” სტატიაც მოხვდა, რომლის ავტორიც გურამ კაშიას მიერ ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის ეროვნული ნაკრებიდან გარიცხვას მოითხოვს. ფეხბურთელმა LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით 16 ოქტომბერს იასპარეზა, რის გამოც გულშემატკივრების ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა. მოგვიანებით, ფეხბურთელმა მათ კრიტიკას უპასუხა: ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. ძნელი ასახსნელია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ზოგი ადამიანი ამას ვერ იგებს”, – განაცხადა კაშიამ ჰოლანდიური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში. მოგვიანებით, მან სამკლაურის გაკეთების მიზეზი კიდევ ერთხელ განმარტა.

The Washington Post-ის სტატიას უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:

“ვაშინგტონ პოსტი” კაშიას ირგვლივ აგორებულ სკანდალზე წერს. სტატიაში საუბარია ჰომოფობიურ გამოხმაურებებზე, კაშიას მხარდამჭერებზე და ქვეყანაში LGBT თემის მძიმე მდგომარეობაზე.

მიაღწიეთ ხომ საწადელს, ბატონებო და ქალბატონებო?”

შეგახსენებთ: გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს ფეხბურთის ფედერაციამ, ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ, კოლეგებმა და სპორტულმა ჟურნალისტებმა. გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც. ფეხბურთელის წინააღმდეგ 31 ოქტომბერს ფეხბურთის ფედერაციასთან ქართულმა მარშმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მარშის წევრები პოლიციას დაუპირისპირდნენ. შედეგად 8 პირი დააკავეს, თუმცა სასამართლომ 1 ნოემბერს ისინი დარბაზიდან გაათავისუფლა და პროცესი 30 ნოემბრამდე გადადო

Facebook Comments
x

Check Also

“რაც არასდროს არ მითქვამს…”

ინტერპელაციის წესით პარლამენტში მიწვეულმა პრემიერმა ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის მიუხედავად, საქართველოს ...