Home » მთავარი » “მივესალმები საქართველოს მოსახლეობას და დიდი სიამოვნებით ვულოცავ დღევანდელ დღეს”

“მივესალმები საქართველოს მოსახლეობას და დიდი სიამოვნებით ვულოცავ დღევანდელ დღეს”

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ყველა მოქალაქეს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შემოღების პროცესში ბოლო ნაბიჯის გადადგმას ულოცავს.

”მივესალმები საქართველოს მოსახლეობას და დიდი სიამოვნებით ვულოცავ დღევანდელ დღეს. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ დღეს ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს. ეს არის საბოლოო ნაბიჯი გადაწყვეტილების მიღების მომენტში. ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. საგულისხმოა, რომ ევროკავშირის სამივე ინსტიტუტმა უკვე საბოლოო თანხმობა გამოხატა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. 1-ელ მარტს განახლებულ რეგულაციას ხელი მოეწერება და რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში, გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ მოკლევადიანი ვიზიტით მოგზაურობას ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში”- განაცხადა კვირიკაშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

წინ გველის ურთულესი 6 თვე…

გიორგი გახარია – წინ გველის ურთულესი 6 თვე და ჩვენ ისევ გვაქვს ჩვენი მოქალაქის გონიერების, ...