Home » მთავარი » მივიწყებული საქმის დეტალები-ადგილზე გარდაცვლილი მამაკაცი და ოჯახის უნდობლობა გამოძიებას

მივიწყებული საქმის დეტალები-ადგილზე გარდაცვლილი მამაკაცი და ოჯახის უნდობლობა გამოძიებას

დავით ცხვარაძე

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის მკვიდრის, ვასილ ცხელიშვილის ოჯახის წევრები საქმის ხელახალ, ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. ცხელიშვილი 2012 წლის 12 სექტემბერში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ პროკურატურა მკვლელს მფარველობს. ცხელიშვილს ავტომანაქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის საზამთროს საკუტარ დახლზე საზამთროს ყიდდა. გარდაცვლილი ვასილ ცხელიშვილის ოჯახი საქმის გამოძიების თავიდან დაწყებას ითხოვს. მათ მიაჩნიათ, რომ გამოძიება არასრულად ჩატარდა.

მნიშვნელოვანი კითხვები მართლაც კვლავ პასუხგაუცემელია. მაგალითად, რატომ არ ტარდება ხელახალი გამოძიება მაშინ, როდესაც გარდაცვლილის მეუღლე საქმის გამოძიებას თავიდან ითხოვს? რატომ არ დაკითხეს თვითმხილველები ? რა არის მიზეზი იმისა, რომ თვითმხილველები მომხდართან დაკავშირებით არ საუბრობენ და ამბობენ, რომ არაფერი დაუნახავთ, თუმცა შეუძლებელია ვერ დაენახათ სავაჭრო დახლებიდან 26 მეტრში მომხდარი უბედური შემთხვევა. რატომ დაადანაშაულა გამოძიებამ გარდაცვლილი, რომელიც საკუთარ სავაჭრო დახლთან გარდაიცვალა ავარის შედეგად? ახლობლების ინფორმაცით, ბრალდებულს გარდაცვლილის ოჯახისთვის არანაირი დახმარება არ გაუწევია. რატომ დუმს გამოძიება? და ბოლოს, რატომ არ მოჰყვა ხელისუფლების მიერ გამოხმაურება გარდაცვლილის მეუღლის პროტესტს? მან ყველა უწყებას მიმართა, მაგრამ ამ მცდელობებმა უშედეგოდ ჩაიარა.

გარდაცვლილის მეუღლემ, შორენა თევზაძემ პრემიერის სახელზე რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, თუმცა არც ამას მოჰყოლია გამოხმაურება. ლაურა თევზაძე _გარდაცვლილის ცოლის და: _ გამოძიება ობიექტურად უნდა ჩატარდეს და გაირკვეს ყველაფერი, რა მოხდა 2012 წლის 12 სექტემბერს. ამ კითხვებს მე არ უნდა ვსვამდე, ამას გამოძიება უნდა არკვევდეს, თუმცა ყველამ დავინახეთ, რა უშედეგოთ წარიმართა ძიება.

შორენა თევზაძე _ გარდაცვლილის მეუღლე:

-“გამოძიებამ საქმე დახურა და დამნაშავედ, ჩემი გარდაცვლილი მეუღლე გამოიყვანა. ამის მერე ვისი ვიწამო? მკვლელი 5 დღითაც არ ჩამჯდარა ციხეში. მე არაფერს ვითხოვ, მინდა გამოძიება ჩატარდეს და მკვლელი სათანადოდ დაისაჯოს. ერთი თეთრი არ ამიღია, პირიქით, თვითონ მევაჭრებოდა, აგერ მანქანა და წაიყვანე, მეტი რა გინდაო და როგორ ფიქრობთ, მანქანას, რომელმაც მე ქმარი მომიკლა წამოვიყვანდი? სიარული მე არ შემიძლია და არაფერი, გაწამებული მაქვს ცხოვრება. კლდიაშვილებმა კი უფრო დამამხეს და დამაქციეს. სამართალი აღდგებაო და ეს არის სამართლიანობა? ”

ჩვენ გიორგი კლდიაშვილთან დაკავშირებაც ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ. გარდაცვლილის დის, ზოია ცხელიშვილის თქმით კი, გამოძიებას ჯერ ქუთაისის საპატრულო პოლიციის გამომძიებელი, გიორგი აბულაძე აწარმოებდა, მაგრამ სათანადოდ არ გამოიძია, რის გამოც იძულებული გახდნენ, იმჟამინდელი მთავარი პროკურორისთვის, არჩილ კბილაშვილისათვის მიემართათ.

„კბილაშვილმა საქმის ხელახალი გამოძიება ისევ ქუთაისს დააწერა. ესენი კი დამნაშავედ გარდაცვლილს თვლიან. შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავსო, ამბობენ, თუმცა საპატრულო პოლიციის მისვლამდე, ადგილზე მოქალაქეები მივიდნენ, რომლებიც აცხადებდნენ, ზუგდიდელი ტაქსის მძღოლი ამბობდა – კაცი მოვკალიო. შემდეგ, როდესაც მან ადვოკატი აიყვანა, უკვე იძახდა, მე უდანაშულო ვარო,” – ამბობს ზოია ცხელიშვილი.

ოჯახის წევრები დახმარებას სახელმწიფოსაგან ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისი-ქუთაისის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, მომხდართან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ხელახალი გამოძიება არ იგეგმება, ამ ეტაპზე საქმე კი დახურულია,

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმები კვლავ ძალაშია

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ არის და კომენდანტის საათის მოიხსნა, იზოლაციისა და კარანტინის ...