Home » მთავარი » მილოვი: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად არასდროს მიღიარებია!

მილოვი: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად არასდროს მიღიარებია!

რუსული ოპოზიციის ერთერთმა ლიდერმა,დემოკრატიული არჩევანისდამფუძნებელმა ვლადიმერ მილოვმა გადაცემა პანორამაში განაცხადა რომ  აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა გაერთიანდეს საქართველოსთან. მისივე თქმით, რუსეთს მიწები საკმარისად აქვს და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ სჭირდება.

ოპოზიციონერის განცხადებით, მას აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად არასდროს უღიარებია.

მე მათ მივიჩნევ საქართველოს ტერიტორიებად და მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს რუსულ ოპოზიციაში, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ აფხაზ, ოს და ქართველ ლიდერებთან ერთად. მოილაპარაკონ, როგორ უნდა მოხდეს ამ ტერიტორიების გაერთიანება საქართველოსთან. რუსულ ოპოზიციაში დომინირებს შემდეგი მოსაზრებაჩვენ ჩვენი ლეგიტიმური ტერიტორიებიც საკმარისად გვაქვს, მსოფლიოს უდიდესი ქვეყანა ვართ და ჯობს ჩვენი გაღატაკებული ხალხის სასარგებლოდ გადავწყვიტოთ დღითი დღე მზარდი პრობლემები. ჩვენ უნდა ვეცადოთ, ჩვენი საშინაო საქმეები მოვაწესრიგოთ.  მე დარწმუნებული ვარ, ამ მიდგომას გარკვეულწილად ალექსეი ნავალნიც იზიარებს” – განაცხადა მილოვმა.

Facebook Comments
x

Check Also

2 ივნისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პირველკლასელთა რეგისტრაციის III ...