Home » მთავარი » მიმართვა მერს: “შენი კაბინეტის გარეთ საქართველოა და უპატრონო ქუთაისი!”

მიმართვა მერს: “შენი კაბინეტის გარეთ საქართველოა და უპატრონო ქუთაისი!”

დავით ცხვარაძე

“შენი კაბინეტის გარეთ საქართველოა და უპატრონო ქუთაისი! მოგვაქციეთ ყურადღება! ადექით მაგ გასქელებული სავარძლებიდან ” _ აღნიშნულის შესახებ ქუთაისში, მაისურაძის ქუჩის მოსახლეობა ქალაქის მერს შოთა მურღულიას აკრიტიკებს.

პრობლემას ისევ ქუჩაში არარსებულლი სანიაღვრე სისტემები წარმოადგენს, აღნიშნულ ქუჩაზე დაიგო გზა, სადაც სანიაღვრე სისიტემები არ გაუყვანიათ. მოსახლეობა ამბობს,რომ “ვაკისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის ” ხელმძღვანელი სამსახურში მხოლოდ იმის გამო დადის, რომ კარგ სავარძელში დაჯდეს, ხელფასი აიღოს და კომპიუტერით ითამაშოს.

განმარტავენ, რომ აღნიშნულ ქუჩაზე მოსახლეობის ბედით არავინ ინტერესდება. მაისურაძის ქუჩის მცხოვრებლები დასძენენ, რომ ქუთაისში სანიაღვრე სისტემები იმდენად ფასობს, რომ ხალხისთვის მოწყობა ვერც მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე დავით აბუთიძემ და ვერც ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გაიმეტა

ამის შესახებ ახალი ამებბის საგენტო geomediatv.ge _ს არქივში არაერთი სტატია თუ რეპორტაჟია შემონახული, ახლა კი ისევ პრობლემა, რომელსაც ” ვაკისუბნის ადმინისტრაციული ერთეული” ვერ გაექცა. რეპორტაჟი ყველასგან მივიწყებული მაისურაძის ქუჩიდან ტელეკომპანია “რიონმა” მოამზადა, რომელსაც ყოველგვარი მონტაჟის გარეშე გთავაზობთ.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...