Home » მთავარი » “მინდა გამოვეხმაურო სოციალურ ქსელში ტირაჟირებულ დეზინფორმაციას…”

“მინდა გამოვეხმაურო სოციალურ ქსელში ტირაჟირებულ დეზინფორმაციას…”

გოდერძი ბარბაქაძე

ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე

-“მინდა, გამოვეხმაურო საკრებულოს წევრთა ჯგუფის მიერ ინიცირებულ საკითხთან დაკავშირებით აგორებულ და შემდეგ სოციალურ ქსელში ტირაჟირებულ დეზინფორმაციას: საინიციატივო ჯგუფის მიერ საკრებულოში ინიცირებული იქნა წინადადება სოფ. ნინიგორის რომელიმე სკვერის, ქუჩის ან სკოლისთვის 8 აგვისტოს ომში დაღუპული გმირის – შმაგი ნოზაძის სახელის მინიჭების შესახებ. თავიდანვე აღვნიშნავ, რომ საკრებულოს უმრავლესობა გამოთქვამს მზაობას, მოცემული საკითხი განხილულ იქნეს რეგლამენტით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით.

აქვე ვადასტურებ , რომ ინიციატორთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს გარკვეულ სამართლებრივ და სხვა ხასიათის ხარვეზებს და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ მხოლოდ ამ მიზეზით თქვა უარი საკითხის მოცემული სახით განხილვაზე.

შესაბამისად, საკითხის განხილვა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და ამჟამად კომისიის წევრები აქტიურად მუშაობენ აღმოჩენილი ხარვეზების გამოსასწორებლად.

ავღნიშნავ იმასაც, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება რეგლამენტით დადგენილი პროცედურების შესაბამისად. მომავალი კვირის ბოლოს დაგეგმილია იურიდიდიული საკითხთა კომისიის მორიგი სხდომა და იმ შემთხვევაში თუ მოცემული მომენტისთვის დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზი იქნება გამოსწორებული, საკითხი გავა ბიუროს, შემდგომ კი საკრებულოს სხდომაზე.

მინდა, დავარწმუნო ჩვენი თანამოქალაქეები, რომ ეს და ნებისმიერი სხვა კონსტრუქციული წინადადება საკრებულოს მიერ განხილული იქნება კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამუშაო ვითარებაში და მიღბული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებას.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...