Home » მთავარი » „მინდა, გაცნობით ძალიან მაგარი ახალი ამბავი, რუსთავი2 ჩვენია”

„მინდა, გაცნობით ძალიან მაგარი ახალი ამბავი, რუსთავი2 ჩვენია”

„მინდა, გაცნობით ძალიან მაგარი ახალი ამბავი – საქმე “რუსთავი2 საქართველოს წინააღმდეგ” შევიდა ევროპის მართლმსაჯულების ისტორიაში. ჩვენი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების გაგრძელების შესახებ ერთხმად და უვადოდ იქნა დაკმაყოფილებული,“ – განაცხადა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ.

მან რუსთავი2-ის გუნდსა და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

რუსთავი2 ჩვენია, მეგობრებო, ყველა იმ ადამიანის, რომელიც აქ ვართ. მე მინდა, მადლობა ვუთხრა, პირველ რიგში, რუსთავი2-ის ნამდვილად გმირულ გუნდს, რომელიც ყველაფერს აკეთებს არა იმიტომ, რომ თავი შეინარჩუნოს აქ და ხელფასები აიღოს, არამედ იმიტომ, რომ თქვენ გამცნოთ თავისუფალი სიტყვა და თქვენ გამყოფოთ საქმის კურსში, თუ რა ხდება ქვეყანაში,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მხარდაჭერამ დღეს რუსთავი2 გადაარჩინა. მან არასამთავრობო სექტორს, მედიის წარმომადგენლებსა და პოლიტიკოსებს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„ერთხმად მხარდაჭერამ მოიტანა ის, რომ დღეს ევროპამ ჩვენ გადაგვარჩინა,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

Facebook Comments
x

Check Also

როდესაც დავინიშნე სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსად, რა ტერიტორიაც ჩამბარდა იქ არავითარი ცვლილება, არ მომხდარა, საზღვარი არცერთი სანტიმეტრით არ გადაწეულა არც იქით და არც ჩვენსკენ – ბადრი ბიწაძე

სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ბადრი ბიწაძის განცხადებით დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიება „ავანტიურისტული და პოლიტიკურია“. ...