Home » მთავარი » მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩემს კოლეგას…

მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩემს კოლეგას…

თბილისის საკრებულოში მე-5 მოწვევის შემადგენლობის ბოლო სხდომა უკვე ჩატარდა. საკრებულოს მუშაობა დადებითად შეაფასა წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ, რომელიც ახალ საკრებულოში სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატია და ახალ საკრებულოსაც უხელმძღვანელებს.

-“მე-5 მოწვევის საკრებულოს საქმიანობას დადებითად ვაფასებ და მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩემს კოლეგას იმ საქმიანობისთვის, რომელიც ჩვენ გავწიეთ დაახლოებით სამწელიწადნახევრის განმავლობაში. ამ დროის განმავლობაში საკრებულოს 100-ზე მეტი სხდომა ჩავატარეთ. დამერწმუნეთ, რომ თითოეული ძალიან შრომატევადი იყო, თითოეულ მათგანზე ძალიან მნიშვნელოვანი თემები და საკითხები იყო განხილული და ვფიქრობ, რომ ჩვენ წარმატებით გავართვით თავი ამ საქმიანობას. რა თქმა უნდა, ჩემი პათოსი არ ნიშნავს იმას, რომ თვითკმაყოფილები იყოთ. გვაქვს იმის ამბიცია, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ. იცით, რომ გვაქვს საკმაოდ ამბიციური პროგრამა, რომლითაც წინასაარჩევნოდ წარვადგინეთ და დარწმუნებული ვარ, რომ ე-6 მოწვევის საკრებულოც ანალოგიურად წარმატებული იქნება და ყველმა ძირითად მიმართულებებს და პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებს ვუპასუხებთ”.

ტყემალაძე იმედოვნებს, რომ ახალი საკრებულოც ნაყოფიერად იმუშავებს და ბევრ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს.

Facebook Comments
x

Check Also

გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით

ზურა ჯაფარიძე “გირჩი” “შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ...