Home » მთავარი » „მინდა საზოგადოებას ციხის კადრებზე და ბედუკაძეზე მივაწოდო ზუსტი ინფორმაცია“

„მინდა საზოგადოებას ციხის კადრებზე და ბედუკაძეზე მივაწოდო ზუსტი ინფორმაცია“

არასამთავრობო ორგანიზაციის „გაერთიანებული საზოგადოების“ ლიდერი ანი დარსალია ლადო ბედუკაძეს საჯაროდ მიმართავს და განცხადებას ავრცელებს:

„უკვე ზღვარს გადაცდა ლადო ბედუკაძის თავხედობა და უტიფრობა…. ! ! !
ამიტომ მე მინდა საზოგადოებას ყველაფერზე მივაწოდო ზუსტი ინფორმაცია. ! ! !

ბედუკაძე გმირი არაა, ის ჩვეულებრივი ჯალათია, რომელიც ნაცების დროს ციხეებში მუშაობდა ! ! !
მაინტერესებს ერთი მეტად მნიშნელოვანი საკითხი, რატომ არ აპირებდა ამ კადრების გასაჯაროვებას მანამდე, სანამ გიორგი ლომიამ მას არ გამოართვა ეს მასალა და არ მისცა მას სწორი მიმართულება? ეს კადრები პირადად ბედუკაძის მიერ ნაწამები და გაუპატიურებული ხალხის კადრები რომელიც გადაღებული იყო 2010 წელს და მას პირადი სიამოვნებითვის ჰქონდა შენახული. ის ისევე აწამებდა პატიმრებს, როგორც სხვა ყველა.!

რომ არ ყოფილიყო გიორგი ლომია ბედუკაძე იქნებოდა ჩვეულებრივი ჯალათი 2016 წელსაც.

სამწუხაროდ, ის დღეს გმირობას ცდილობს და ესაა ყველაზე ამაზრზენი ფაქტი, რასაც ვუყურებ მე ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც უფრო მეტი ინფრომაცია მაქვს, ვიდრე სხვა საზოგადოების წევრებს…მეტიც, ის ფსიქიურად დაავადებული და აარადეკვატური ადამიანია. გიორგი ლომიასთან საუბრის შემდეგ გავარკვიე ისიც, რომ ამდენი ხნის დაგეგმილი ოპერაცია, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო მისი სულელური ქცევების გამო, რამდენიმეჯერ კინაღამ ჩაიშალა… ლომიამ ბრუსელში ის ქალბატონების ტურისტული ჯგუფის თანხლებით გაგზავნა, რათა თავიდან აეცილებინა ფატალური შედეგები ამ ადამიანის გამო და ეს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი არ ჩავარდნილიყო ნაციონალების ხელში.

თუ გმირობაზე მიდგება საქმე, რატომ არავის ახსოვს დავით აკობია?! ადამიანი, რომელმაც დიდი რისკისა და თავდადების შემდეგ გადაიღო და გამოიტანა კარანტინის კადრები გიორგი ლომიას დავალებით ??? რატომ არავინ საუბრობს მართლაც ამ გმირ ადამიანზე?! ნუთუ ასე მარტივები ვართ ქართველები, რომ დღეს გმირს ჯალათებს ვუწოდებთ?!

ფრთხილად ბედუკაძე, შენი საქმიანობის შესახებ ძალიან ბევრი ვიცით და სანამ პირს მოაღებ და სუფთა ადამიანებს შეურაცყოფას მიაყენებ, მანდე კარგად დაფიქრდი …. გაქვს თუ არა ამის მოარლური უფლება !
ნაძირალების დრო უნდა დამთავრდეს ჩვენს ქვეყანაში!

და ბოლოს, მივმართავ ბედუკაძეს, საჯაროდ გასცეს პასუხი ამ ჩემს განცხადებას!“

ჩვენ ვერ მოვახერხეთ ლადო ბედუკაძესთან დაკავშირება, თუ მას გაუჩნდება სურვილი გააკეთოს საპასუხო განცხადება, მზად ვართ ის საზოგადოებას მივაწოდოთ, რათა ხალხმა ორივე მხარის არგუმენტი მოისმინოს და მასალა არ ჩაითვალოს ცალმხრივად.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“79 სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს აშშ-ში იმყოფება, საქართველოში ჩამოვიყვანთ”

გიორგი გახარია – საქართველოს და აშშ-ს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, 79 ქართველ სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს ...