Home » მთავარი » “მინისტრის დეკლარაციების ანალიზისას ვიპოვეთ დამალული ქონება”-კილაძე პროკურატურას მიმართავს

“მინისტრის დეკლარაციების ანალიზისას ვიპოვეთ დამალული ქონება”-კილაძე პროკურატურას მიმართავს

გაზეთ ქრონიკა პლიუსის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, მთავარ პროკურატურას შინაგან საქმეთა მინისტრის საქმიანობის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს. ჟურნალისტი საჩივარს პროკურატურაში დღეს 14:00 საათზე შეიტანს.

რუსთავი 2-თან საუბრისას ელისო კილაძე ამბობს, რომ გიორგი მღებრიშვილის ქონებრივი დეკლარაციის შესწავლისას აღმოჩნდა დამალული ქონება, რომელიც შს მინისტრს წინა წლის დეკლარაციისგან განსხვავებით აღარ აქვს მითითებული.

კილაძე ასევე ამბობს, რომ არსებობს ინფორმაცია, რომ გიორგი მღებრიშვილს ეკუთვნის საცხოვრებელი ბინა  შროშის ქუჩაზე, რომელიც ჟურნალისტის ინფორმაციით, მინისტრს გაქირავებული აქვს, მაშინ როდესაც შს მინისტრის საცხოვრებელი სახლისთვის უწყება 6 ათას ლარს იხდის.

„მეორე დღეა შინაგან საქმეთა სამინისტრო არანაირ კომენტარს არ აკეთებს გიორგი მღებრიშვილის მიერ 6 ათას ლარად ნაქირავებ ბინასთან დაკავშირებით. ჩვენ ბუნებრივია გვაინტერესებდა სამინისტროს პასუხი, მაშინ როდესაც ისინი ამბობენ, რომ სამხრე კამერებს ვერ იყიდიან უსახსრობის გამო, რომელიც მუხლით მოიძებნა სამინისტროში მინისტრის ქირის თანხა.

“გარდა ამისა ჩვენ მინისტრის დეკლარაციების ანალიზისას ვიპოვეთ დამალული ქონება, რომელიც მინისტრს ჰქონდა შეტანილი წინა დეკლარაციაში, ამ დეკლარაციაში ეს ქონება აღარ ფიგურირებს, ისევე როგორც აღარ ფიგურირებს მისი რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი.

“მე ამ წუთებში ვაზუსტებ ინფორმაციას მინისტრის კიდევ ერთ საცხოვრებელი ბინის შესახებ შროშის ქუჩაზე, მრგვალ ბაღთან, რომელიც გიორგი მღებრიშვილს აქვს გაქირავებული. ბუნებრივია ეს ფაქტები გონივრულ ეჭვს იწვევს იმისას, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს აქვს არადეკლარირებული ქონება, ეს სცდება ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებს, ამ საკითხით უნდა დაინტერესდეს საქართველოს მთავარი პროკურატურა. 2:00 საათზე საჩივარს ჩვენ მთავარ პროკურატურაში შევიტანთ,“-განაცხადა ელისო კილაძემ რუსთავი2-თან საუბრისას.

Facebook Comments
x

Check Also

ვოლსკი ოპოზიციას პასუხობს

“პარლამენტის პიკეტირება სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ...