Home » მთავარი » „მისი თანხმობის გარეშე ბუნებრივია თანამდებობიდან ვერ გავათავისუფლებდით“

„მისი თანხმობის გარეშე ბუნებრივია თანამდებობიდან ვერ გავათავისუფლებდით“

ვანო მერაბიშვილი ენმ-ს დღევანდელ ყრილობას მოკლე განცხადებით, “ფეისბუქის” საშუალებით ეხმაურება:

“მინდა გაცნობოთ, რომ დღეს გამართულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე მე თანხმობა არ განმიცხადებია.”

მერაბიშვილის ამ განცხადებას რუსთავი 2-ის ეთერით უკვე გამოეხმაურა ნიკა მელია და განაცხადა:

-„ ჩვენ ბუნებრივია არც კი გვქონია მცდელობა ვანო მერაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენების. ვიცით, რომ ადამიანი გამოკეტილია ოთხ კედელში და აქედან გამომდინარე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უზნეობაა გადააყენო ადამიანიჩვენ უკანასკნელ დღეებში გვქონდა მცდელობა, კომუნიკაცია, რომ მას გაეკეთებინა საჯარო განცხადება ან უბრალოდ პრივატულ საუბარში, თუ რა პოზიცია აქვს, თუმცა იგი თავს იკავებდა. რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არ ერევა დაპირისპირებაში. ჩვენ, მისი თანხმობის გარეშე ბუნებრივია გენერალური მდივნის თანამდებობიდან ვერ გავათავისუფლებდით. თუ ვანო მერაბიშვილი უარს ამბობს თანამდებობაზე, ბუნებრივია, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მისაღები. მე პირადად მსურს მომავალ კვირას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვესტუმრო ვანო მერაბიშვილს და პირადად გავიგო მისი მოსაზრებების შესახებ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოებას ეცნობება, მაგრამ ეს იქნება დამოკიდებული თავად ვანო მერაბიშვილზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობამ პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ  ნიკა მელია აირჩია.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“ქართული ოცნების” დეპუტატმა, ოთარ ჩრდილელმა სადეპუატატო მანდატი დატოვა

მარიამ ახალკაცი “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ოთარ ჩრდილელმა სადეპუტატო მანდატი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მან საკუთარ ...