Home » მთავარი » „მის მსოფლიო 2009“ გიბრარტარის მერი გახდა

„მის მსოფლიო 2009“ გიბრარტარის მერი გახდა

გიბრარტარის ახალი მერი „მის მსოფლიო 2009“ კეიანა ლოპესი გახდა. ბოლო წლების განმავლობაში ის მერის მოადგილე იყო. ლამაზმანის ბიოგრაფიიდან ბევრი არაფერია ცნობილი. ბავშვობაში ცეკვავდა, 14 წლის ჯგუფის Urban Dance Group წევრი გახდა და გასტროლებზე დადიოდა.  2009 წელს „მის მსოფლიო“ გახდა, შემდეგ ოჯახი შექმნა.

30 წლის ლოპესი ამ ტერიტორიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მერია. ის  მესამე ქალია, რომელმაც ეს  თანამდებობა დაიკავა.

-„ვამაყობ, რომ ბრიტანელი ვარ. გიბრარტალი ბრიტანეთისაა და ყოველთვის ასე იქნება. რატომ უნდა მოგვინდეს ჩვენი დროშის შეცვლა?“-დწერა მან ინსტაგრამზე, სადაც მანტიაში გამოწყობილი ფოტო გამოაქვეყნა.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...