Home » მთავარი » მიუნხენის პოლიცია საეჭვო ზურგჩანთას იკვლევს

მიუნხენის პოლიცია საეჭვო ზურგჩანთას იკვლევს

Bayerischer Rundfunk წერს, რომ ამჟამად მიუნხენის პოლიცია რობოტის დახმარებით სროლის ადგილთან აღმოჩენილ მამაკაცის გვამს და წითელ ზურგჩანთას იკვლევს. პოლიციის ვარაუდით გარდაცვლილი შესაძლოა თავდამსხმელი იყოს.

პოლიცია ტვიტარის საშუალებით მიმართავს საზოგადოებას, ჯერ ნუ გამოაქვეყნებენ ფოტოებს და ვიდეოებს. ყველა მასალა გადაგზავნონ პოლიციაში.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანს-ვალტერ შტაინმაიერი აცხადებს, რომ სროლის მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუნხენში შექმნილი მდგომარეობის გამო საგანგებო განცხადებას აქვეყნებს:

”გერმანიის ქალაქ მიუნხენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ვაქვეყნებთ ცხელი ხაზის ნომერს +491 62 88 55 303. მოვუწოდებთ მიუნხენში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საკონსულო დაწესებულებას. მიუნხენის პოლიცია მოუწოდებს მოსახლეობას, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

მიუნხენში სავაჭრო ცენტრ Olympia-ში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. მიუნხენში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი  ხასიათის შეხვედრა გამართა.  ირაკლი ღარიბაშვილმა ინგრიდა ლევრენესს  საქართველოს ...