Home » მთავარი » „მიუხედავად ენმ-სთვის მიყენებული დარტყმებისა, ბიძინამ თავად გამოაწრთო მისი თავის წასაცლელი ხმალი“

„მიუხედავად ენმ-სთვის მიყენებული დარტყმებისა, ბიძინამ თავად გამოაწრთო მისი თავის წასაცლელი ხმალი“

დავით ნებიერიძე

„ნაციონალური მოძრაობა“, საზოგადოება „ივერია“

-„ბიძინამ რესპებთან და ალასანიასთან განქორწინების შემდეგ ევროატლანტიკური ლობისტები დაკარგა და ტიპიურ ლუკაშენკოდ იქცა. ზუსტად ამიტომ ჭირდებოდა ამ პოზიციის სასწრაფოდ შევსება, რათა საქართველოს პარტნიორებთან პოზიციები გაემაგრებინა ხალიჩაზე გამოძახების შემთხვევისთვის.

ახლა კი ნაცმოძრაობაში ბიძინას მიერ ინსპირირებული დაპირისპირების პლუს-მინუსებით გავაანალიზოთ:

1. ბიძინამ ვერ მიაღწია მთავარ მიზანს – ვერ ჩამოაშორა პარტიას მიხეილ სააკაშვილი(ეს სურვილი მხოლოდ ავადმყოფი ადამიანის ცნობიერებაში თუ მომწიფდებოდა).

2. ბიძინამ ვერ მოახერხა მისთვის ეგზისტენციალურად სახიფათო პოლიტიკური პარტიის – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, გახლეჩვა(მცირე ჯგუფის წასვლა არ არის გახლეჩვა), განეიტრალება და მართვადი ოპოზიციის რანგში გადაყვანა.

3. “განაშებული” მცირე ჯგუფის საშუალებით შეეცდება გააპრავოს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მიმდინარე ხელისუფლების უზურპაციის პროცესები და დემოკრატიის იმიტაცია შექმნას. ანუ, გამიჯნულები შეეცდებიან ბიძინას კარზე შეავსონ რესპებისა და ალასანიას გუნდის მიერ გამონთავისუფლებული ადგილი. რითიც შეასრულებენ მართვადი ოპოზიციის როლს. რომელიც ოპოზიციური აქტიობის ფიქციას შექმნის.

4. შეეცდებიან ნაც მოძრაობას მნიშვნელოვნად შეუმცირონ საბიუჯეტო დაფინანსება და საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელი პოსტების წართმევის მცდელობით შეუზღუდონ საერთაშორისო პოლიტიკურ პლათფორმები, საგარეო აქტიობისთვის. მაგრამ, ბიძინა ვერ ითვალისწინებს იმ უდაო ფაქტს, რომ განახლებული, უფრო მობილიზებული და არნახულად მოტივირებული ნაც მოძრაობის უკან მოქალაქეთა უზარმაზარი რაოდენობა დგას, რომელსაც ის ვერასოდეს მოერევა. ზუსტად ამ ხალხშია ჩვენი პარტიის სიძლიერე და არა პარტიული ლიდერების ავკარგიანობაში.

მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენები კი უდაოდ ადასტურებენ ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობის უპრეცენდენტო ტემპებით ზრდას. გარდა ამისა, ივანიშვილმა მცირე პარტიების განადგურებით და პოლიტიკური ველის ფაქტიურად მოსუფთავებით ხელი შეუწყო იმ გარდაუვალი პროცესის გააქტიურებას, რომელიც რეალურად ოპოზიციურ, მაგრამ მცირე პოლიტიკურ ჯგუფებს ნაც მოძრაობის გარშემო გააერთიანებს და ბიძინა მიიღებს საკმაოდ მძლავ ოპოზიციურ ერთობას. რომელსაც ვეღარაფრით გაანეიტრალებს უსუფაშვილისა და გამიჯნული ყოფილი ნაციონალების ვითომ ოპოზიციური ძალების ძალისხმევით. მიუხედავად სერიოზული დარტყმებისა ბიძინამ თავისი ხელით გამოაწრთო მისი თავის წასაცლელი ხმალი.

 P.S. ქოცებმა საქართველოში “დვიჟოკების” მეტი ვერაფერი ააგუგუნეს. ამიტომ თებერვლიდან აგუგუნდება ხალხი.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საქართველოს თავდაცვის ძალებს 304 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

დღეს, ვაზიანის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში, 304-მა კურსდამთავრებულმა საზეიმო ფიცი დადო. ფიცის დადებამდე, რეკრუტებმა საწყისი ...