Home » თქვენი სათქმელი » “მიყვარს ჩემი ქალაქი…სამტრედიელებო – ერთად (ა)ვაშენოთ ჩვენი მომავალი!..”

“მიყვარს ჩემი ქალაქი…სამტრედიელებო – ერთად (ა)ვაშენოთ ჩვენი მომავალი!..”

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

იმედა გოგავა

სამტრედიის მერობის კანდიდატი – “შენების მოძრაობა”

-მე მიყვარს ქალაქი, სადაც დავიბადე, გავიზარდე და ვცხოვრობ.
მე მიყვარს ადამიანები, რომლებიც ამ ქალაქში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ.
ჩვენ ყველას გვსურს, რომ ვცხოვრობდეთ გაცილებით ლამაზ, სუფთა, მოწესრიგებულ და უსაფრთხო გარემოში.
ჩემო თანაქალაქელებო, მე გთავაზობთ უკეთეს მომავალს, რეალურ ცვლილებებს, მასშტაბურ რეფორმებს და გარანტირებულ უსაფრთხოებას. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ ვიცით როგორ უნდა მოხდეს ქალაქის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გარემოს დაცვა და გამწვანებაზე ზრუნვა.
მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სამტრედიამ არა მარტო დაიბრუნოს, მისი, ისტორიული სტატუსი, არამედ, ქალაქმა შეძლოს ახალი, გაცილებით მნიშვნელოვანი ფუნქციის შეძენა.

სამტრედიისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია კრეატიული და ამბიციური პროექტების განხორციელება. ახლა სწორედ ის დროა, როცა მშობლიური ქალაქის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას ალტერნატივა რომ არ აქვს.
დღეს, სასწორზე ჩვენი და ჩვენი მშობლების, შვილების და შვილიშვილების ხვალინდელი დღე დევს.

ხვალინდელი დღე კი იქმნება დღეს, ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ, ერთად უნდა მოვიყვანოთ ხვალინდელი დღე. ამისთვის კი ერთიანობა, ხელების დაკაპიწება და საქმის კეთებაა საჭირო. ვერავინ უნდა შეძლოს ჩვენი გაჩუმება, არავის უნდა მივცეთ ჩვენი ყიდვის, მოქრთამვის, დაშინების უფლება.

მე მჯერა, რომ ადამიანების სიცოცხლისუნარიანი ბუნება ვერასოდეს ეგუება, იმედგაცრუებას, ნგრევას, პესიმიზმს და მარცხს.

მჯერა, რომ ოპტიმიზმს, ისევე როგორც ბრძოლას, ყოველთვის აქვს აზრი.
სამტრედიელებო – ერთად შევქმნათ, ერთად (ა)ვაშენოთ ჩვენი მომავალი.

Facebook Comments
x

Check Also

დღევანდელი საარსებო მინიმუმის გათვლა არარელევანტური და აცდენილია რეალურ ცხოვრებას!

დღევანდელი საარსებო მინიმუმის გათვლა არარელევანტური და აცდენილია რეალურ ცხოვრებას! თუ გვინდა ადამიანებმა ცხოვრების ხარისხი გაიუმჯობესონ, ...