Home » მთავარი » მიხეილ სააკაშვილი პირველი არხისა და „იმედის“ ჟურნალისტებს – თქვენ ისევე თავისუფლები ხართ, როგორც მე ვარ კიტრი

მიხეილ სააკაშვილი პირველი არხისა და „იმედის“ ჟურნალისტებს – თქვენ ისევე თავისუფლები ხართ, როგორც მე ვარ კიტრი

მატარებელში, რომელიც პოლონეთიდან უკრაინაში უნდა გამგზავრებულიყო, მიხეილ სააკაშვილს პირველი არხისა და „იმედის“ ჟურნალისტებმა მიმართეს კითხვით, თუ რატომ არ აპირებს პირველ არხთან ურთიერთობას, ასევე რატომ არ მიიწვია პირველი არხი არც ერთ ღონისძიებაზე და რატომ არ აღმოჩნდა ჟურნალისტების ადგილი ავტობუსში, რომლითაც სააკაშვილმა იმგზავრა. 

„მე ველაპარაკები თავისუფალ მედიას და თქვენ ისევე თავისუფლები ხართ, როგორც მე ვარ კიტრი. აქ არიან სერიოზული პოლიტიკოსები და მოიქეცით ნორმალურად. მე ვფიქრობ, რომ თქვენი ადგილი არის ივანიშვილის გვერდზე და ახლა დამანებეთ თავი. ნუ უშლით ხელს ხალხს მუშაობაში. თქვენ მოვალეობას ასრულებთ ივანიშვილის მიმართ. თქვენ ჟურნალისტები არ ხართ, თქვენ ხართ ივანიშვილის ჩვეულებრივი აგენტები და ივანიშვილის დაქირავებული ცრუპენტელა არხები. ეგრეა ზუსტად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ პირველი არხის ჟურნალისტს მატარებელში რამდენჯერმე ფეისბუქ ლაივის განცხორციელებაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა ხელი შეუშალეს.

 

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...