Home » მთავარი » მიხეილ ჩინჩალაძე, 11 ხმით, სააპელაციო სასამართლოში უვადო მოსამართლედ განწესდება

მიხეილ ჩინჩალაძე, 11 ხმით, სააპელაციო სასამართლოში უვადო მოსამართლედ განწესდება

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძე, 11 ხმით, სააპელაციო სასამართლოში უვადო მოსამართლედ განწესდება. შესაბამისი გადაწყვეტილება იუსტიციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე კენჭისყრის შემდეგ მიიღეს.

საბჭომ კენჭი 5 კანდიდატს უკვე უყარა. საერთო ჯამში დღეს 77 კანდიდატზე უნდა მიიღოს საბჭომ გადაწყვეტილება. ვაკანტურია 84 ადგილი.

პირველ ეტაპზე გასაუბრება 109 კანდიდატმა გაიარა. გასაუბრების პირველ ეტაპზე 101 კანდიდატი გამოცხადდა, საიდანაც 79 კანდიდატი შეირჩა.

Facebook Comments
x

Check Also

მთავრობამ თავისი უარით თქვა, რომ 199 ევროიანი ბილეთი ურჩევნია

მთავრობის უარს მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებაზე, უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების უფასოდ შემოყვანასთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძე ეხმაურება ...