Home » მთავარი » მიხეილ ჯანელიძე “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს

მიხეილ ჯანელიძე “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება, სადაც 22 მარტს მონაწილეობას მიიღებს “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრაში.

მინისტერიალის ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ “ისლამური სახელმწიფოსგან” მომდინარე საფრთხეებზე, კოალიციის მიერ წარმოებულ ოპერაციებზე და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებზე.

საქართველო გლობალური კოალიციის წევრი 2014 წლიდან არის. კოალიციის მიზანია “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და რეგიონში ტერორიზმიდან გამომდინარე საფრთხეებისა და შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის აღმოფხვრა. კოალიციის პირველი მინისტერიალი 2014 წლის 3 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართა.

მინისტერიალში, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი უხელმძღვანელებს, მონაწილეობას მიიღებენ 68 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში. რუსული მასმედიის ინფორმაციით, რუსეთის წარმომადგენლები ამ შეხვედრაზე არ მიუწვევიათ.

Facebook Comments
x

Check Also

პატრიარქი – არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია

„შემთხვევით არაფერი არ ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლის”, – ამის შესახებ ...