Home » მთავარი » მიხეილ ჯანელიძე მედიას შეხვდება და 2016 წელს შეაჯამებს

მიხეილ ჯანელიძე მედიას შეხვდება და 2016 წელს შეაჯამებს

დღეს, NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მედიას შეხვდება და 2016 წელს  შეაჯამებს.

შეხვედრის მიმდინარეობისას საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჟურნალისტებს გააცნობს მიმდინარე წლის განმალობაში საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებს და მომავალი წლის პრიორიტეტებს.

მიხეილ ჯანელიძე ისაუბრებს სამინისტროს საქმიანობაზე, როგორც ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის მიმართულებით, ყურადღებას გაამახვილებს ორმხრივ და მრავალმხრივ დიპლომატიაზე, ეკონომიკური და კულტურული დიპლომატიის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და მნიშვნელოვან მიღწევებზე.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...