Home » მთავარი » მკლავჭიდელები ჯაჭვლიანის წინააღმდეგ და საპროტესტო აქცია 24 ივლისს

მკლავჭიდელები ჯაჭვლიანის წინააღმდეგ და საპროტესტო აქცია 24 ივლისს

მკლავჭიდში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი და ნაკრების მკლავჭიდელები ფედერაციის პრეზიდენტს, სოსო ჯაჭვლიანს უპირისპირდებიან.

ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ვახტანგ მუსელიანი ჯაჭვლიანს ახალი და უკანონო ფედერაციის შექმნაში ადანაშაულებს. მისი თქმით ჯაჭვლიანს ამის გაკეთებაში ხელი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომაც შეუწყო.

მუსელიანისა და სპორტსმენების ბრალდებებს დღეს სოსო ჯაჭვლიანმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ უკვე უპასუხეს.

გოგოლაძემ განაცხადა, რომ მათ სამინისტროში არსებულმა ფედერაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციასთან კონსულტაციების გავლის შემდეგ მიიღო.

ჯაჭვლიანი კი მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ თუ მუსელიანსა და მის თანამოაზრეებს რაიმე სახის პრეტენზიები გააჩნიათ, უმჯობესი იქნება, თუ სასამართლოს მიმართავენ.

მკლავჭიდელები 24 ივლისს სპორტის სამინისტროსთან მკლავჭიდის ძველი ფედერაციის აღდგენის მოთხოვნით აქციას გამართავენ. მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სექტემბერში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას არ მიიღებენ.

Facebook Comments
x

Check Also

პატრიარქის სამი რეკომენდაცია ტაძრების წინამძღვრებს

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან  გამომდინარე საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ტაძრების წინამძღვრებს სამ რეკომენდაციას აძლევს:  კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ...