Home » მთავარი » მნიშვნელოვანია სიმართლე გაირკვეს და დამნაშავის სტატუსით არ მოხდეს ჩემი გადადგომა

მნიშვნელოვანია სიმართლე გაირკვეს და დამნაშავის სტატუსით არ მოხდეს ჩემი გადადგომა

ეკოლოგიის სამსახურის უფროსი, ნინო სულხანიშვილი თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მოჭრილ 45 ხესთან დაკავშირებით ამბობს, რომ თანამდებობას მხოლოდ მაშინ დატოვებს, თუ თუ სამართალდამცავი უწყებები კანონიდან რაიმე გადაცდენას აღმოაჩენენ.

-„ძალიან ბევრჯერ ვთქვი, რომ ჩემი გადადგომა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ სიმართლე გაირკვეს და არ მოხდეს ისე, რომ ცილისწამებით, დამნაშავის სტატუსით მოხდეს ჩემი გადადგომა. თუ სამართალდამცავი ორგანოები დადებენ დასკვნას, რომ რაიმე გადაცდომას ან სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი ჩვენი სამსახურის მხრიდან, რა თქმა უნდა აუცილებლად გადავდგები და ყველა საკითხზე ვაგებ პასუხს“ – აცხადებს  სულხანიშვილი.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული მხარე ...