Home » მთავარი » “მოეფერეთ, მაგრად ჩაეხუტეთ, თორემ თინიკო გამყალბებლოვა ფეხებს დაგიბაკუნებთ… “

“მოეფერეთ, მაგრად ჩაეხუტეთ, თორემ თინიკო გამყალბებლოვა ფეხებს დაგიბაკუნებთ… “

თინა ხიდაშელი და ირაკლი სესიაშვილი ურთიერთბრალდებებისა და კრიტიკული განცხადებების შემდეგ, ერთმანეთს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის გახსნაზე შეხვდნენ. თინა ხიდაშელმა და ირაკლი სესიაშვილმა ერთმანეთის მიმართ კრიტიკული განცხადებები ხიდაშელის იმ გადაწყვეტილების გამოს გააკეთეს, რომელიც შეიარაღებულ ძალებში გაწვევის გაუქმებას ეხება.

-„ჩვენ უკვე 15 წელია ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, ასე რომ ჩვენს სიყვარულში ვერავინ შეიტანს ბზარს “ – ასე შეხვდნენ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრი და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდიომარე.

ხიდაშელი-სესიაშვილის „დემონსტრაციულ კოცნას“  „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

-„”დირექტორი” 🙂 – ეს ერთი გამყალბებლოვა ვერ შეაჩერა ამხელა სახელმწიფომ და ასეთმა “ბუმბერზმა” ხელისუფლებამ, ესენი რიგით მოქალაქეს დაიცავენ და ქართულ მიწებს? მოეფერეთ, მაგრად ჩაეხუტეთ, თორემ თინიკო გამყალბებლოვა ფეხებს დაგიბაკუნებთ… თქვენ კიდევ სუსტი გული გაქვთ. ერთმა თინიკომ შეგაშინათ… „-წერს ინაშვილი.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

მეცნიერების თქმით, “დიდი სიცარიელის” საიდუმლო სულ მალე გაიხსნება

“დიდი სიცარიელე” (Big Void) – ასე დაარქვეს საიდუმლო შენობას, რომელიც ხეოფსის პირამიდაში (Great Pyramid of ...