Home » მთავარი » “მოვითხოვთ მთავრობის სხდომის საგანგებო შეკრებას!..”

“მოვითხოვთ მთავრობის სხდომის საგანგებო შეკრებას!..”

შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტია”

-“ყველას კარგად ახსოვს ივანიშვილი როგორ დაპირდა გლეხობას, რომ მოწეულ მოსავალს თავად მიუტანდა ბაზრამდე. ამ შემთხვევაში მას შეუძლია დაისვენოს! შიდა ქართლში არნახულმა ყინვებმა მთლიანად გაუნადგურა გლეხობას ხილის მოსავალი და თუ არ მოხდა სამთავრობო რესურსების და რეზერვების სრული მობილიზება აღნიშნული რეგიონი გორი, ქარელი, კასპი, ხაშური, კონფლიქტისპირა ზოლი დარჩება მთლიანად მშიერი და ცარიელ-ტარიელი, არამარტო წელს, არამედ მომავალ სეზონზეც.

შესაბამისად, მოვითხოვთ მთავრობის სხდომის საგანგებო შეკრებას, იმავდროულად, მოვითხოვთ ბიძინა ივანიშვილმა გახსნას თავისი მილიარდებით გატენილი ჩემოდნები და გაიღოს ასეთი საშინელი კატასტროფით დაზარალებული გლეხებისთვის ის, რაც მას ეკუთვნის!”

Facebook Comments
x

Check Also

“უნდა ვემზადოთ არჩევნებისთვის გაცილებით უფრო სერიოზულად”

„უმრავლესობის დაშლა კატეგორიულად მიუღებელია. პარტიიდან 10-15 კაცის გარიცხვა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი იყვნენ, ქვეყანას დააზიანებს“, – ...