Home » მთავარი » მოვუწოდებთ ყველა სტუდენტს, არ გახდნენ სააკაშვილის და მისი მომხრეების ხელში ბრმა იარაღი!

მოვუწოდებთ ყველა სტუდენტს, არ გახდნენ სააკაშვილის და მისი მომხრეების ხელში ბრმა იარაღი!

ნიკოლოზ მეტრეველი

თავისუფალ სტუდენტთა კავშირის თავმჯდომარე

-“სანდო და უტყუარ ცნობებზე დაყრნდობით ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მოსყიდვის, შანტაჟისა და დაშინების გზით „ნაციონალური მოძრაობა” ინტენსიურად ემზადება უმაღლეს სასწავლებლებში ე.წ. საპროტესტო ჯგუფების შექმნისთვის. ამ ჯგუფების ამოცანა იქნება სხვადასხვა საბაბით არჩევნების პერიოდში და განსაკუთრებით 8 ოქტომბერს და შემდეგ დღეებში საქართველოში ქაოსის და არეულობის შექმნა.

 მოვუწოდებთ ყველა სტუდენტს, არ გახდნენ სააკაშვილის და მისი მომხრეების ხელში ბრმა იარაღი. ზოგიერთისთვის საპროტესტო აქციები თვითდამკვიდრების ხერხია, სტუდენტების  აბსოლუტური უმრავლესობისათვის კი უნივერსიტეტებში მრავალი ნაკლოვანების გამოსწორების ლეგიტიმური გზაა, მაგრამ გულწრფელი პროტესტი არ უნდა ვაქციოთ „ნაციონალური მოძრაობის” და სხვა პოლიტიკანების მიზნების შესრულების საშუალებად. ვაფრთხილებთ სააკაშვილს და მის ყველა თანამოაზრეს, მათ გეგმებს განხორციელება არ უწერიათ”.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

რაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და საფრანგეთის თავდაცვის ატაშემ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა. თავდაცვის ...