Home » მთავარი » „მოვუწოდებ შესაბამისი უწყების ხელმძღვანელობას -გამოიჩინონ ყურადღება გარდაცვლილ ჯარისკაცთა სათანადო დაფასებისათვის!“

„მოვუწოდებ შესაბამისი უწყების ხელმძღვანელობას -გამოიჩინონ ყურადღება გარდაცვლილ ჯარისკაცთა სათანადო დაფასებისათვის!“

სააგენტოზე გავრცელებულ მასალას „„ეს საფლავები დღეს ვიპოვე მუხათგვერდის ზემოთ მინდვრებში!!!“

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%95/

ამჯერად „პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ლაშა სტურუა ეხმიანება:

-ნამდვილად არ მინახავს ჩემი თვალით,მაგრამ სოციალური ქსელის ერთერთმა მომხმარებელმა გაავრცელა შემზარავი ფოტოები,(მე კი არავითარი საფუძველი არ მაქვს ფოტოებზე ასახული კადრების უნდობლობისა) უფრო სწორად შემზარავი მდგომარეობა, რომელიც სხვა სიტყვა,რომ არ ვიხმაროთ უბრალოდ სამარცხვინოა… სამარცხვინოა ისიც, თუკი თავდაცვის სამინისტროს მესვეურთათვის აღნიშნული ინფორმაცია უცნობია და ერთი ორად სამარცხვინოა თუკი მათთვის ცნობილია და მაინც ამ მდგომარეობაში იმყოფება უცნობ ჯარისკაცთა საფლავები!

ზოგადი წესი და დაუწერელი კანონია – სახელმწიფო,რომელიც თავის გმირებს სათანადოდ არ აფასებს – ის უბრალოდ განწირულია ყველა ომის წაგებისათვის!

მოვუწოდებ შესაბამისი უწყების ხელმძღვანელობას – დაინტერესდნენ აღნიშნულით და ახლა მაინც გამოიჩინონ ყურადღება – გარდაცვლილ ჯარისკაცთა სათანადო დაფასებისათვის!“

Facebook Comments
x

Check Also

“ნატოს წევრობის გარდა საქართველოს სხვა უსაფრთხოების გარანტია არ გააჩნია”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი პრემიერ-მინისტრის მიერ ნატოსთან დაკავშირებულ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველოს უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება ...