You are here
მოლდოვაში რუსული ტელეარხების ტრანსლირება აიკრძალა მთავარი უცხოეთი ყველა სიახლე 

მოლდოვაში რუსული ტელეარხების ტრანსლირება აიკრძალა

მოლდოვაში დღეიდან კანონი ამოქმედდა, რომელიც სატელეკომუნიკაციო პროვაიდერ კომპანიებს რუსული საინფორმაციო-ანალიტიკურ და საინფორმაციო არხების ტრანსლირებას უკრძალავს.

ქვეყნის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანოპროექტს ვეტო ორჯერ დაადო, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ კანონის ამოქმედების თანხმობა მას შემდეგ გასცა, რაც დოკუმენტი პარლამენტის სპიკერმა ანდრინ კანდუმ დაამტკიცა.

იგორ დოდონის აზრით კი, კანონი „დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება და ადამიანის ძირითად უფლებას არღვევს, რომელიც მას კონსტიტუციითა და ევროპის კონვენციით აქვს მინიჭებული, კერძოდ კი, სიტყვის თავისუფლებას, პრესის თავისუფლებას და სხვა“

 

Comments

comments

Related posts