Home » მთავარი » მომატებული ფასები, ხორცეული მაცივრის გარეშე და უკმაყოფილო ქუთაისლები

მომატებული ფასები, ხორცეული მაცივრის გარეშე და უკმაყოფილო ქუთაისლები

ქუთაისის    ბაზარზე,   თუ   ბაზრის   გარეთ   სარეალიზაციოდ   გამოტანილ  ხილ-ბოსტნეულს,  შაქარს,  ხორცეულსა  და   რძის ნაწარმს მოსახლეობის   დიდი ნაწილი  ვერ  ყიდულობს,  მიზეზი – გაძვირებული   ფასები   და    მათი   ფინანსურ-ეკონომიკური    სიდუხჭირეა,   როგორც გამყიდვლები  ამბობენ,  ფასების    მკვეთრი   მატება   დოლარის გაძვირებასთან  პირდაპირ   კავშირშია.   რეალიზატორები    ამბობენ,  რომ   საგრძნობლად გაიზარდა   ფასები   რძის  პროდუქტებზეც.   განსაკუთრებით   კი   გაძვირდა    ყველი.  გასული    წლების  მსგავსად  ფასმა  მოიმატა  თაფლზეც,  მათივე  თქმით    სტაბილურად    მაღალი   ფასი    რჩება  ხილზეც.
14936988_345895609106659_2042134926_n

მომხმარებლებსა    და   ქუთაისის   ცენტრალურ    მწვანე    ბაზარში   მომუშავეებს პრობლემა   ერთნაირად   აწუხებთ,   ამბობენ  რომ   არამყიდველუნარიანი   მომხმარებელი   ცდილობს   დაბალფასიანი   პროდუქტი    შეიძინოს,  რესპონდენტების    თქმით,  ხორცი   მათთვის   იშვიათი   მოხმარების    საკვებია,   რადგან    არსებული    ფასი   მათთვის    ხელმისაწვდომი   არ    არის. ხან არის დღეები მთელი დღე ერთი მყიდველიც რომ არ ჰყავთ და დგანან ასე მოლოდინში.

14963034_345895602439993_386825192_n 14971974_345895599106660_915856074_n

ბაზარში  მდგომნი გარემოვაჭრეებს   უჩივიან,   ეს უკანასკნელნი კი ამბობენ, რომ   ბაზარში  მაღალი   გადასახადებია, რასაც ვერ იხდიან და ასე გარეთ უწევთ ვაჭრობა.

14961385_345895512440002_1869615613_n

ერთში კი ორივე კატეგორია თანხმდენა- მათთვის   ნომერ პირველი   პრობლემა  მომატებული   ფასებია,  რაც მათ   კლიენტთან   აშორებთ.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც მომხმარებლები საუბრობენ, არის ის, რომ ხორცეული არ ინახება მაცივარში.

14958368_345895612439992_950646783_n 14997284_345895619106658_380768424_n

ჩვენ ამ საკითხით უახლოეს დღეებში ისევ ვეწვევით ბაზარს და დავადგენთ, რამდენად სწორად არის შენახული პროდუქტი და ხომ არ ემუქრება ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე.

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“ევროპული საქართველო” დიდუბე-ჩუღურეთში მხარს ზურა ჯაფარიძეს დაუჭერს

“გირჩის” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩევნებზე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩევნებზე ...